La Sexta: რონალდო "რეალიდან" წასვლის გამოცხადებაზე დათანხმდა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თავდამსხმელ რონალდოს გაყიდვაზე თანახმაა, მაგრამ არ უნდა გულშემატკივრებთან პრობლემა შეექმნას, რონალდოსგან მოითხოვა, მან გამოაცხადოს გუნდიდან წასვლის შესახებ და ახლა La Sexta იტყობინება, რომ ფეხბურთელი ამაზე დათანხმდა.

რონალდოს "იუვე" ოთხსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს, წლიურ გასამრჯელოდ 30 მილიონ ევროს დაუნიშნავს და აქედან 20 მილიონს "ფერარი" გადაუხდის.

Sport Mediaset-ი იტყობინება, რომ პერესს და ბიანკონერის შორის ჯენტლმენური შეთანხმება არსებობდა სატრანსფერო თანხის შესახებ - ტურინულ კლუბს 100 მილიონად მიყიდიდა, მაგრამ ფლორენტინომ პირი უტეხა და 150 მილიონს ითხოვს, თუმცა საბოლოოდ
ალბათ, 130 მილიონზე დათანხმდება.

თუ კრიშტიანოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ტრანსფერის 100 მილიონად გაჩარხვა მოახერხა, მაშინ "იუვენტუსი" 20-მილიონიან საკომისიოს გადაუხდის.

altSportItalia: "მანჩესტერ იუნაიტედი" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას შეეცდება

altპერესი "იუვენტუსს" რონალდოს ტრანსფერზე ევაჭრება, კრიშტიანო კი ზიდანის ყოფილ სახლში აპირებს ცხოვრებას





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული