"სიმართლე გითხრათ, ახლა მუნდიალის გარდა არაფერზე ვფიქრობ. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი თაობის ფეხბურთელებისთვის დიდებული შანსია და მთლიანად ტურნირზე ვართ კონცეტრირებული.
დაახლოებით 8-9 დღის შემდეგ, როდესაც მუნდიალი დასრულდება და ცოტას დავისვენებ, უკვე ჩემს მომავალზეც დავფიქრდები".
კურტუას ბელგიის საჩემპიონო შანსებზეც დაეკითხნენ.
"4 წლის წინ ბევრი ამბობდა, რომ ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტი ვიყავით და ეს თაობა ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. ერთადერთი რაც ჩვენ
ვფიქრობ, ტურნირის დაწყებიდან დღემდე ძალიან გავიზარდეთ და მოვუმატეთ.
თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, რომ თუ ბრაზილიასთან კარგად ვითამაშებდი, ჩვენ მათი დამარცხების შესანიშნავი შანსი გვექნებოდა.
ნეიმარის მიერ დარტყმულის მოგერიება? ვამაყობ, რომ ამ ბურთის აღება შევძელი.
ჩვენი მომდევნო მეტოქე საფრანგეთი მიმდინარე მუნდიალზე ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. ისინი თავს შესანიშნავად იცავენ და შეტევაშიც სწრაფად გარბიან.
მათ წინააღმდეგ ისეთივე გუნდურები უნდა ვიყოთ, როგორც ეს ბრაზილიასთან მოხდა. ეს დიდებული და ძალიან დამღლელი შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენ ფინალში გასვლა გვსურს", - აღნიშნა კურტუამ.
ტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს
მადრიდის "რეალს" ტიბო კურტუას ტრანსფერიც ჩაეშალა
ტიბო კურტუას მამა: ჩემი შვილი ჩამშვები არაა
"ვესტ ჰემის" ფანებმა ტიბო კურტუას შავი რეზინის ფალოსი ესროლეს
რა გაივლის კურტუას ფეხებს შორის - ბელგიელ მეკარეს ინტერნეტში დასცინიან [PHOTO]