უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მესუთ იოზილის მამა: ჩემი შვილი განტევების ვაცი გახდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, მესუთ იოზილის მამა, მუსტაფა იოზილი თავის შვილს გამოექომაგა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ერდოღანთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ.

"მე რომ მესუთის ადგილზე ვიყო, ვეტყოდი:"გმადლობთ, მაგრამ თქვენ ზედმეტი მოგდით". ის იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილია. ავსტრიასთან მატჩის წინ ფანებმა უსტვინეს. მან ამის მიზეზი ვერ გაიგო.

მუდმივად თავის მართლება უწევს. მესუთი ნაკრებში 9 წელია თამაშობს და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სულ ასე გამოდის: თუ ვიგებთ, ამას ერთად ვაკეთებთ, თუ ვაგებთ - დამნაშავე მესუთია. ჩემი შვილი განტევების ვაცი გახდა.

ერდოღანთან სურათი პირველად არ გადაუღია. ვიცოდი,
ეს პოლიტიკური განცხადება არ იყო. მესუთი სპორტსმენია, თამაში სურს და პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა".

altლოთარ მათეუსი: იოზილი ნეგატივს აფრქვევს, ის გულით არ თამაშობს