ანდრეი კანჩელსკისი: კიდევ კარგი ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა, თორემ ტურნირზე ვერ მოვხვდებოდით

AutoSharing Option
რუსებმა დაიჯერეს, რომ მაგარი ნაკრები ჰყავთ, გუნდს პატრიარქმა კირილმა მიულოცა წარმატებით ასპარეზობა, ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში დაპატიჟა. იშვიათად თუ ვინმე აფასებს სიტუაციას ობიექტურად და ერთ-ერთი მათგანია "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეი კანჩელსკისი.

"კიდევ კარგი ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა, თორემ ტურნირზე ვერ მოვხვდებოდით. იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. გამახარეს ბიჭებმა, მათ თავიანთი საქმე გააკეთეს.

რუსეთი რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა? მოდით, ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი. ჩვენ დავამარცხეთ ადგილზე მდგომი ესპანეთი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, სად იყო კარები. რა ეიფორიაა? ნახევარფინალში რომ
გავსულიყავით, სხვა საქმეა.

თუ ასეთ შედეგს 10 წლის განმავლობაში ვაჩვენებთ, მაშინ სხვაა. მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს მუშაობის სწორი მიმართულებაა. ახლა კი, მუნდიალისას ჩვენთან რამდენიმე საფეხბურთო კლუბი დაიხურა და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. რომელი მიმართულებით მივდივართ? სწორით თუ არასწორით", - განუცხადა კანჩელსკისმა Sport24.ru-ს.

altიგორ შალიმოვი: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს უცხოეთის კლუბები არ იყიდიან

altმუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოღმასაც თურმე საზღვარი ჰქონია ო როგორ ცდილობთ რამენაირად დააკნინიოთ რუსეთის მიღწევა და რა პოსტებს ქექავთ ეს დამარცხებული კაცის პოზიციაში თქვენ გაყენებთ ვინც ვითომ გულს იოხებთ სინამდვილეში მაგ ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიომ ეს ყველაფერი დაინახა და დააფასა გავა დრო წლებიც თქვენი ბოღმა ღვარძლის და შურის ნთხევა არავის ემახსოვრება ხოლო შედეგებს ვერაფერი წაშლის სასიხარულო მაშინ გექნებოდათ რუსეთი ჯგუფში რომ ჩარჩენულიყო ხოლო მაგ ნაკრებმა დაამტკიცა რომ ბრძოლის უნარიანობაში და ორგანიზებაში ბადალი არა ჰყავს შურიანებო და ბოლოს რაც მათ უკვე მიაღწიეს დაფიქრდით რამდენი ხანი დაგვჭირდება ჩვენს ნაკრებს მის მეათედსაც რომ უწიოს ალბათ მაშინ კაცობრიობაც აღარ იარსებებს და გამოდის ამ ქვეყნის წარმომადგენელი და რაღაც უაზრობებს მიედმოედება სხვას რომ დასცინო მინიმუმ მას რამეში მაინც უნდა ჯობდე ენის ფხანა იოლია ენით ნათქვამი საქმის გაკეთება არის ძნელიო ამბობენ დუნიაზე
Apollo
01:36 10-07-2018
20
ქართველებო! შევეშვათ რა ამ რუსეთს და აპოლოსნაირ ტიპებს, მოსწონთ რუსეთი? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეს ნაგავი ქვეყანა, რა საქართველოსთან შესადარებელი ქვეყანა რუსეთია?! რატო ისვრით ენას ამ ქვეყანაზე სტატიების წერით, როგორც რუსები იტყვიან: და პაშლი ანი ნა ხ... 16 კილომეტრი ირბინა ტიპმა და მაინც წააგეს, ისემც უქნიათ, ჩამხრჩვალან თავიანთ დოპინგებში.
fifa
15:09 10-07-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული