მუნდიალი 2018: საფრანგეთმა ბელგიას სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თითო-თითო ნაღდი მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები და გოლი არ გავიდა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ფრანგები უფრო მწვავედ უტევდნენ.

შესვენების შემდეგ უმტიტიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ფელაინის დაასწრო და ანგარიში გახსნა. მერე მბაპემ კოხტა ქუსლური პასით ჟირუ კურტუას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ვარდნაში გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ ბელგია იერიშზე გადავიდა, თუმცა ფრანგები თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ და ტურნირის ალბათ,
ყველაზე ბალანსირებული და სტაბილური გუნდი ფინალში გავიდა.

 


სამშაბათო. 10 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი". 64 286 მაყურებელი
საფრანგეთი - ბელგია 1:0
გოლი: 52 უმტიტი (52)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 86), გრიზმანი, ჟირუ (ნ'ზონზი 84), მბაპე

ბელგია: კურტუა, კომპანი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრიუინე, ფელაინი (კარასკო 80), დემბელე (მერტენსი 60), შადლი (ბატშუაი 90+1), ლუკაკუ, ე. აზარი

altკილიან მბაპე: 1988 წელს დავიბადე და მოზეიმე ფრანგი გულშემატკივრები არ მინახავს

altტიბო კურტუა: საფრანგეთი ანტიფეხბურთს თამაშობს, გულდასაწყვეტია ასეთ გუნდთან დამარცხება

მკითხველის კომენტარები / 13 /
მართლაც სირცხვილია ესეთი კომენტატორები! არ შეიძლება რომ უყურონ როგორ მიყავთ თამაში სხვა ქვეყნებში კომენტატორებს ან რა ანალიზ აკეთებენ. და კიდევ ეს მიკერძეულობა რა უბედურებაა? თამაში ისე მიყავთ რომ თითქოს იმ გუნდს რომელსაც ქომაგობენ 100%-ანი უპირატესობა აქვს ) მაგალითათ ბრაზილია ურტყამს კარში ცენტრიდან იმხელაზე ყვირის რომ საგოლე მომენტი შექმნა თუ ბელგია ერთიერთზე გავიდა მეკარესთან დაბალი ტემბრით ბელგიამაც შექმნა სახიფათო მომენტი. იგივეს აკეთებებენ თუ რეალი თამაშობს! ეგრე არ შეიძლება იქნება მე სხვა გუნდს ვგულშემატკივრობ რატომ ახდენ ჩემზე ზეგავლენას?
levani
11 ივლისი 2018 14:17
0
მე პირადად ბელგიას ვქომაგობდი მეწყინა რომ გავარდნენ და პლიუს ვერვიტან ფრანგეს(თუმცა მანდ ფრანგი რომელია)მაგრამ მეისუფრო მწყინს ბელგიის და საფრანგეთისგამო რომლანძღავთ ერთმანეთს და ერთი კომენტარი არმინახავს ქუთაისის მოგებაზა.პ.ს. მსგავსი ერი ალბათარაა პლანეტაზე,ჩვენი არაფერი მოგვწონს და სხვისი ტოლიც კი ხალიჩა გვგონია(((
euhh
11 ივლისი 2018 12:11
0
მოვითხოვოთ ყველა მატჩი წაიყვანოს ნოდარ სიმსივემ! :)
ლადო
11 ივლისი 2018 10:37
2
მოსაწონი კომენტატორი არ არსებობს. სხვა რამ არის გასაკვირი, ამოირჩევენ ერთ გუნდს და ქომაგობენ. ჯერ იყო არგენტინით გახვრიტეს ტვინი, არიქა შვედეთი რა ცუდი გუნდია, რატო არ უტევს საფრანგეთსო, იქნებ მოიგოსო. უნდოდათ არგენტინა შვედეთს შეხვედროდა, იქნება გასულიყო. ან ბელგიამ რა დაუშავათ, გუნდი აშკარად შეტევაზე არის ორიენტირებული და ტექნიკურიც არის. ბელგია ტერიტორიით ჩვენზე პატარაა, ხალხი ცოტათო მეტი ცხოვრობს, ვითომ რატომ არ უნდა ვუქომაგოთ ქართველებმა. მე თუ მკითხავ პატარა ქვეყნებს უნდა ვუქომაგოთ რათა ჩვენ ბავშვებს მაგალითად ქონდეთ, რომ ბრძოლა და წინსვლა შეიძლება.
ჰაჰა
11 ივლისი 2018 10:31
0
საფრანგეთს ბოიკოტის გამოცხადების მომხრე იკო,გუშინ კიდე მაკრონი სტადიონზე იკო? რა ხდება?
mainteresebs?
11 ივლისი 2018 09:14
0
კომენტატორები მართლაც რომ არ გვივარგიან..
ნიკა
11 ივლისი 2018 07:15
1
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფეხბურთის კომენტატორებს: მეგობრებო, რბილად რომ ვთქვათ " უკეთესად შეიძლებოდა". ეთერში ყვირილი, ოფიციალურ საიტზე მომავალი ინფორმაციის წაკითხვა და ა.შ. არ არის მატჩის მაგრად წაყვანა!!!! ხმის ტემბრზე, არანამძინარევ საუბარზე, მატჩების მიმდინარეობისას ტაქტიკურ განხილვების არარსებობაზე, გამართული ქართული ენით მეტყველებით საუბარის არარსებობაზე (ხანდახან ქუჩაში მგონია თავი!!!) რომ აღარაფერი ვთქვათ!!!! და ბოლოს, იქნებ უფრო დააკონკრეტოთ რა კრიტერიუმებით აქვეყნებთ კომენტარებს?!
?!?
11 ივლისი 2018 02:28
2
ეგ ზურაბიშვილი რეპუბლიკელი მეზღაპრე ზურაბიშვილის შვილია, რაც მამაა ის შვილია, ყბედი და ბაქია. ერთი-ორჯერ სხვა კომენტატორი არ დაეთანხმა რაღაც უაზრობაზე და არ მოეშვა სანამ თვითონ არ თქვა ბოლო სიტყვა,არადა ის მეორე ასიანს ამბობდა.
LEVANI-ს
11 ივლისი 2018 12:16
0
ყვირილი არ გინდათ მატჩის დროს და გყავდეთ მაშინ დათო მინაშვილი
ჯაბა
11 ივლისი 2018 10:03
0
ყველა გამოხმაურება
ეს ფეხბურთის უვიცი ახალგაზრდა კომენტატორი ვისი პროტეჟეა ნეტავ? გონზე არ არის ფეხბურის, ან როგორ მიყავს, ან როგორი სუბიექტურია და თან ფეხბურთის არმცოდნე. ხომ შეიძლება უბრალოდ წაიყვანოს თამაში და თქვას : მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება თავის სისულელეს რომ აფრქვევს? კომენტატორები იქით იყოს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ამ ჩემპიონატზე "ხელისშემლელ" დაცვით ფეხბურთს მოაქვს შედეგი. უკან მინის სანაკრებო ფეხბურთი აშკარად და დიდი ტემპით :(
???
11 ივლისი 2018 01:10
1
ბელგია და საფრანგეთი იქით იყოს და ერთი კომენტატორი ნორმალური რომ მუშაობდეს ამ საზოგადოებრივ არხზე არ შეიძლება.
gurami
11 ივლისი 2018 00:15
1
შე ჩემისა, ბპამპე, თუ დიდი ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე, რეებს მაიმუნობ დროის გასაყვანად?
გია
10 ივლისი 2018 23:57
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული