უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მუნდიალი 2018: საფრანგეთმა ბელგიას სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თითო-თითო ნაღდი მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები და გოლი არ გავიდა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ფრანგები უფრო მწვავედ უტევდნენ.

შესვენების შემდეგ უმტიტიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ფელაინის დაასწრო და ანგარიში გახსნა. მერე მბაპემ კოხტა ქუსლური პასით ჟირუ კურტუას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ვარდნაში გადაარჩინა თავისი გუნდი.

ამის შემდეგ ბელგია იერიშზე გადავიდა, თუმცა ფრანგები თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ და ტურნირის ალბათ,
ყველაზე ბალანსირებული და სტაბილური გუნდი ფინალში გავიდა.

 

სამშაბათო. 10 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი". 64 286 მაყურებელი
საფრანგეთი - ბელგია 1:0
გოლი: 52 უმტიტი (52)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 86), გრიზმანი, ჟირუ (ნ'ზონზი 84), მბაპე

ბელგია: კურტუა, კომპანი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრიუინე, ფელაინი (კარასკო 80), დემბელე (მერტენსი 60), შადლი (ბატშუაი 90+1), ლუკაკუ, ე. აზარი

altკილიან მბაპე: 1988 წელს დავიბადე და მოზეიმე ფრანგი გულშემატკივრები არ მინახავს

altტიბო კურტუა: საფრანგეთი ანტიფეხბურთს თამაშობს, გულდასაწყვეტია ასეთ გუნდთან დამარცხება

ასევე დაგაინტერესებთ