უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ჰარი რედნაპი: სანამ მოდრიჩის დარი ნახევარმცველი არ გვეყოლება, ფეხბურთი ფეხბურთის სამშობლოში ვერ დაბრუნდება

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი გაანალიზა.

"იმედგაცრუება. ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლითაც შემიძლია ინგლისის წაგება ავსახო. ტრიპიერის ადრეული გოლის შემდეგ ვირწმუნე, რომ ბოლოს და ბოლოს მუნდიალის ფინალში გავიდოდით. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ხორვატია მაგრად ათამაშდა, ინგლისმა უკან დაიხია და გოლი გაუშვა. ნაღდი გოლი იყო, ინგლისმა თავად დაუთმო გამარჯვება მეტოქეს.

ცალკე გამოვყოფ მოდრიჩს, რომელიც ჩემთან ტოტენჰემში თამაშობდა. ფანტასტიკური მოთამაშეა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მთავარი პრეტენდენტია. სანამ მოდრიჩის დარი ცენტრალური ნახევარმცველი არ გვეყოლება,
ფეხბურთი ფეხბურთის სამშობლოში ვერ დაბრუნდება".

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს


altმუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]