უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მუნდიალი 2018: ბელგიამ ინგლისი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიამ ინგლისი 2:0 დაამარცხა და დამსახურებულად დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.

ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა მატჩის წინ თქვა, რომ ნახევარფინალში წაგების შემდეგ ფეხბურთელების მოტივირება გაუჭირდებოდა, მისმა ბელგიელმა კოლეგამ, რობერტო მარტინესმა კი აღიარა, რომ ბრინჯაოს მედლების მოპოვება მათთვის დიდი წარმატება იქნებოდა.

ბელგია დასაწყისშივე დაწინაურდა - კურტუას წამოწყებული კომბინაცია მენემ დააგვირგვინა. ცოტა ხანში მათ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად დე ბრიუნეს დარტყმული ბურთი პიკფორდმა მოიგერია. პირველი ტაიმის დარჩენილ დროშიც უპირატესობას ბელგიელები ფლობდნენ, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ
ინიციატივის ხელში ჩასაგდებად საუტგეითმა ცვლილებები განახორციელა და "სამმა ლომმა" შეუტია. უშედეგოდ. ბოლოს აზარმა მეორედ დალაშქრა პიკფორდის კარი და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.

altედენ აზარი: მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობა დავიმსახურე


შაბათი. 14 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი" 64 406 მაყურებელი
ბელგია - ინგლისი 2:0
გოლები: 1:0 მენე (4), 2:0 ე. აზარი (82)

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, მუნიე, ტილემანსი (დემბელე 78), ვიტსელი, შადლი (ვერმაელენი 40), დე ბრიუნე, ლუკაკუ (მერტენსი 60), ე. აზარი

ინგლისი: პიკფორდი, ჯონსი, სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლოფტუს-ჩიკი (დელე ალი 84), დაიერი, დელფი, როუზი (ლინგარდი 46), სტერლინგი (რეშფორდი 46), კეინი

ასევე დაგაინტერესებთ