უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ედენ აზარი: მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობა დავიმსახურე

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის დამარცხების შემდეგ, კომენტარი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა ედენ აზარმა გააკეთა.

"თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ. ამ სამ კვირაში რუსეთში შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. მესმის, დღევანდელი შეხვედრა ხვალინდელზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ინგლისთან თამაშის მერე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობა დავიმსახურე. თუმცა, ჩემთვის გუნდური ჯილდო უფრო მნიშვნელოვანია.

ფინალს ვუყურებ თუ არა, ეს ჩემს ბავშვებზეა დამოკიდებული. თუ მათ მოისურვეს, ვუყურებ. ისე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, მინდა ვუყურო".

altმუნდიალი 2018: ბელგიამ ინგლისი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ