უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

უგო ლორისი: თუ საჭირო იქნება, მოედანზე მოვკვდებით

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მეკარემ უგო ლორისმა ხორვატიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ არანაირ ეიფორიაში არა ვართ. ტურნირის დასაწყისიდანვე მშვიდად ვიყავით. ძალიან შორს არ ვიხედებოდით და მხოლოდ კონკრეტულ მატჩზე ვიყავით კონცენტრირებული. ახლა მხოლოდ ერთი თამაში დაგვრჩა და ბოლომდე დავიხარჯებით.

თუ საჭირო იქნება, მოედანზე მოვკვდებით. ევროპირველობის შემდეგ ჩვენი გუნდი გამოცდილი გახდა. ამიტომ მგონია, მაშინდელ შეცდომებს არ გავიმეორებთ".

altრა ხდებოდა პარიზის ქუჩებში საფრანგეთის ნაკრების მუნდიალის ფინალში გასვლის შემდეგ [VIDEO]