ჰარი კეინი: დიდ ტურნირებზე ნახევარფინალში გასასვლელად 20 წელი ლოდინი აღარ დაგვჭირდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის მატჩისთვის შეხვედრაში მარცხის შემდეგ, კომენტარი ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა გააკეთა.

"ამ ჩემპიონატმა გვაჩვენა, რომ თამაში გავაუმჯობესეთ და დიდ ტურნირებზე ნახევარფინალში გასასასვლელად კიდევ 20 წლის ლოდინი აღარ მოგვიწევს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ყველაფერი აბსოლიტურად ჩვენს ხელთაა.

რაც შეეხება ბელგიასთან მატჩს, მეორე ნახევარი აშკარად კარგად ჩავატარეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, მეტოქემ კი თავისი შანსები გამოიყენა.

თუ ოქროს ბუცს მოვიგებ, ძალიან ამაყი ვიქნები. ჯგუფში ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ.

უკმაყოფილო ვარ ბოლო მატჩში გოლი რომ ვერ გავიტანე,
მაგრამ ზოგჯერ ასეთ ფაქტებთან შეგუებაც გიწევს", - აღნიშნა კეინმა.

altმუნდიალი 2018: ბელგიამ ინგლისი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული