უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

უგო ლორისი: ხორვატიის ნაკრები განსაკუთრებული გუნდია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისმა გააკეთა.

"ფაქტია, რომ ხორვატია განსაკუთრებული გუნდია. ნაკრები, რომელიც ზედიზედ 3 დამატებით დროს ითამაშებს და მოდევნო ეტაპზე გავა, მართლაც განსაკუთრებულია.

ვიცით, რომ მათ უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

საფრანგეთის ნაკრებში სრული სიმშვიდეა და ფეხბურთელები ფინალური შეხვედრისთვის წყნარად ემზადებიან.

ჩვენ უბრალოდ უნდა გავიღიმოთ, თამაშისგან ვისიამოვნეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავაბედნიეროთ", - აღნიშნა ლორისმა.

altუგო ლორისი: თუ საჭირო იქნება, მოედანზე მოვკვდებით