უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლუკაშენკოც კი მიხვდა, მსაჯი რომ ფრანგებს უდგებოდა და ამის შესახებ მაკრონს უთხრა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც ესწრებოდა, რომლის შორიახლოს ვიპ-ლოჟაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იჯდა.

ბელორუსული "პრესბოლი" იუწყება, რომ ლუკაშენკომ მაკრონს უთხრა, მსაჯმა პენალტი გაჩუქათო.

თითქმის ყველა გამოჩენილმა საფეხბურთო სპეციალისტმა აღიარა, რომ არბიტრმა ნესტორ პიტანამ ფრანგების სასარგებლოდ დაუშვა შეცდომები. მან ჯერ მოიგონა და გრიზმანს ჯარიმა მისცა, რის შემდეგაც ანგარიში გაიხსნა, ხოლო მერე პერიშიჩის მიერ ხელზე მოხვედრილი ბურთის გამო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

თუმცა, მაკრონს რეფერის ობიექტურ - სუბიექტურობა ნაკლებად ადარდებდა, ის და მთელი საფრანგეთი ზეიმს მიეცნენ.

altჟოზე მოურინიო: პენალტი არ

იყო, უკეთესი გუნდი დამარცხდა


altდანიის ნაკრების თავდამსხმელი პოულსენი: ვიდეოგამეორებების გამო ხელები უნდა მოვიჭრათ

altფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ