დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

AutoSharing Option
დასრულდა მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც თვალსასეირო ნამდვილად არ გახლდათ.

იყო ბევრი ბრძოლა, ნაკლები თამაში, არავითარი ახალი სახე, არავითარი ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. არ იყო ფინტი, არ იყო მატაობა, დრიბლინგი, ფეხბურთელის მიერ ფეხბურთელის მოტყუება და ა.შ.

სამაგიეროდ, იყო სტანდარტულებიდან გასული უამრავი გოლი და ვიდეოგამეორებებისას მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები.

პლანეტის საფეხბურთო ფორუმს მუდამ მოუთმენლად ველოდით, მისი დასრულების შემდეგ კი კიდევ კარგა ხანი მიდიოდა კამათი და განხილვა. ახლა არაფერი მსგავსი. ადრე იყო პელე, ბეკენბაუერი,
კრუიფი, კემპესი, მარადონა, როსი, რომარიო, ზიდანი, რონალდო და ვინ მოთვლის.

ახლა კი არაფერი ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებთან მიახლოებული. ალბათ, კანონზომიერი გახლდათ, რომ ამ ულამაზო ტურნირის გამარჯვებულიც ასევე ულამაზოდ მობურთალი გუნდი გახდა. გუნდი, რომელიც თამაშის მანერით აგრერიგად მოგვაგონებდა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ "ატლეტიკოს".

Sportall.Ge

არადა, მწვრთნელ დიდიე დეშამის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელებია, ოდნავ თვალსასეიროდ მაინც შეეძლო გუნდი ეთამაშებინა. სამფეროვნების ასპარეზობა ზედმეტად პრაგმატული, ყოველგვარ ხიბლს მოკლებული იყო - მშვიდი, მომლოდინე სტრატეგია და მეტოქის შეცდომაზე გამოჭერა. უნდა ითქვას, დეშამმა ყველაფერი სწორად გათვალა და მისმა კრებულმა გაიმარჯვა. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

გაიმარჯვა უფრო იმიტომ, რომ გრანდებმა ვერ ივარგეს: არგენტინამ ვერა და ვერ დააყენა საშველი ნორმალური ნაკრების დაყენებას, გერმანია საერთოდ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა (თურმე, მისი ფეხბურთელები დილის 4 სათამდე PlayStation-ს თამაშობდნენ და Wi-Fi გამოურთეს), ბრაზილიამაც იმედები გაუცრუა გულშემატკივრებს და მისმა დიდად ნაქებმა ლიდერმა ნეიმარმაც. იტალია კი საერთოდ ვერ გავიდა მუნდიალზე.

და სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა ხორვატიას უჭერდა მხარს, რადგან ეს გუნდი შედარებით რომანტიკულ ფეხბურთს აჩვენებდა და პრაგმატულ საფრანგეთთან დამარცხდა. დამარცხდა მსაჯის წახმარებით. არა, ობიექტურად გალების გუნდი უფრო ძლიერია, მაგრამ ზლატკო დალიჩის შეგირდებმა საოცარი თავდადება გამოავლინეს და ვინ იცის, არგენტინელ არბიტრს, ნესტორ პიტანას ის ორი საბედისწერო გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა. ვინ იცის. თუმცა, ვიმეორებ, საფრანგეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოგების მეტი შანსი ჰქონდა.

Sportall.Ge

რეფერის ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებზე უკვე საკმაოდ ითქვა და აღარ გავამახვილებთ მათზე ყურადღებას, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შვედეთი-მექსიკის მატჩში პიტანამ ანალოგიურ სიტუაციაში ჩიჩარიტოს მიერ ხელით თამაშზე არ დადო თერთმეტმეტრიანი. ასე მარტო ფეხბურთში როდი ხდება, სადავო სიტუაციებში უმეტეს შემთხვევებში დიდი სახელმწიფოების წარმომადგენელი გუნდების სასარგებლოდ მიიღება გადაწყვეტილებები.


altპეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა
ფიფამ კი ისე მიულოცა ტურნირზე გამარჯვება საფრანგეთს, თითქოს მის პირად გუნდს მოეგოს: "ბრავო, საფრანგეთი!", - ეს ფიფას პრესსამსახურის სიტყვებია და ეს ოდენ ეტიკეტი არაა. ამ კორუმპირებულ ორგანიზაციაზე საუბარს აზრიც არა აქვს. მისი წინა ხელმძღვანელობის ყველა ხელმძღვანელი პირი ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან დათხოვნილია. მათ მიჰყიდეს რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ისინი ახვედრებენ მუდამ ადვილ ჯგუფში.

ამჯერადაც ასე მოხდა - სანამ სხვები ძლიერ მეტოქეებთან იბრძოდნენ, სლავებმა ადვილად სძლიეს საუდის არაბეთს და ეგვიპტეს და თავი დიდ საფეხბურთო ქვეყნად წარმოიდგინეს.

ჩვენ უნდა გავსულიყავით ფინალში და არა ხორვატიაო და არტიომ ძიუბა და ალეკსანდრ გოლოვინი ვარსკვლავებად წარმოსახეს. ფიფას "ახალმა მამიკომ" ჯანი ინფანტინომ კი დითირამბები უძღვნა მასპინძელ ქვეყანას - დაივიწყეთ ჰოკეი, თქვენ დიდი საფეხბურთო ერი ხართო. ეს ორგანიზაცია არ იცვლება, ის იგივეა მარად და მარად, ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით იყიდება დიდ ფულზე. 

altგორდონი: მეზიზღება ფიფა, რუსულ ფულზე დამოკიდებული ნაძირალების მაფიოზური ორგანიზაცია [VIDEO]
და კარგია, რომ ეს ჩემპიონატი ჩამთავრდა. ბოლოს, დაჯილდოებისას, კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, თითქოს ბუნებამ გამოიტირა ტურნირიო. ესტაფეტა რუსეთისგან ყატარმა მიიღო, რომელმაც რუსეთის მსგავსად, იყიდა ტურნირის გამართვის უფლება და ეს ტურნირი ზამთარში ჩატარდება... აკი ბრძანა მოსკოვიდან გამგზავრების წინ "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ეს ჩემი სპორტის უსაყვარლესი სახეობა არ არისო. მეტი რაღა უნდა ეთქვა?

ფიფა და ძლიერნი ამა ქვეყნისანი საფეხბურთო სიყალბეში გვაცხოვრებენ და სპორტის ნომერი პირველი სახეობა თანდათან კარგავს თავის განუმეორებლობასა და მიმზიდველობას.

არასაფეხბურთო ყატარში შეხვედრამდე...

altფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

altდანიის ნაკრების თავდამსხმელი პოულსენი: ვიდეოგამეორებების გამო ხელები უნდა მოვიჭრათ

altჟოზე მოურინიო: პენალტი არ იყო, უკეთესი გუნდი დამარცხდა

altლუკაშენკოც კი მიხვდა, მსაჯი რომ ფრანგებს უდგებოდა და ამის შესახებ მაკრონს უთხრა

altმარკ კლატენბურგი - პერიშიჩის ხელით თამაშზე: ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 30 /
აფრიკის ნაკრებმა ფრანგ ლეგიონერებთან ერთად დაამარცხა პატარა ხორვატია.
gio
18 ივლისი 2018 00:13
5
ფეხბურთმა საერთოდ დაკარგა ხიბლი, დაემსგავსა რაღაც დოღის მსგავს თუ ვინ უფრო მეტს ირბენს, პრესინგს ვინ უფრო ითამაშებს, ტაქტიკურ მონახაზებში უნდა ჩაეტიოს თითოეული ფეხბურთელი, არანაირი დრიბლინგი, არანაირი ინდივიდუალური თამაში, და რაც ყველაზე სამწუხაროა მსგავს სტრატეგიას შედეგი მოაქვს, ფიფაზე კიდე ლაპარაკიც არ ღირს ტურნირები დაწყებული არ არის და უკვე იციან ვინ უნდა წააგოს ვინ მოიგოს, ყველაზე კორუმპირებული ორგანოა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი კიდე ალბათ ბოლო დროის ყველაზე უინტერესო ტურნირი იყო
megre
17 ივლისი 2018 22:22
4
ყველაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ ძირითადად სწორია. საინტერესო რაკურსია, კარგია რომ ვიღაცა ანალიტიკას მაინც წერს
ტორპედო
17 ივლისი 2018 21:42
2
ასეთი არარგუმენტირებული შეფასება არსად მინახია
tazo
17 ივლისი 2018 17:49
11
რომ წერთ გრანდებმა ვერ ივარგესო და საფრანგეთი გრანდი არაა? მსოფლიოს ნამდვილად ღირსეული ჩემპიონ ჰყავს საფრანგეთი!!! აბა ვინ თამაშობს უკეთეს ფეხბურთს? ანტიფეხბურთის მოყვარული არგენტინა და პორტუგალია? თუ არაფრისმაქნისი გერმანია და უფანტაზიო ესპანეთი. და მსაჯს თქვენი აზრით მსაჯმა მოაგებინა საფრანგეთს. რა სისულელეა!!! ის უძლიერესი გუნდია და მომავალში კიდევ დაამტკიცებს ამას. რაც შეეხება ხორვატიას ის მართლაც შემთხვევით მოხვდა ფინალში, ფლეი-ოფში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ მებრძოლი გუნდია და მეტი არაფერი. ერთი ბრაზილიაზე დამწყდა მარტო გული.
nika
17 ივლისი 2018 16:54
12
ვინც ხორვატების თამაშს ფეხბურთს ეძახით,აზრზე არა ხართ(გულშემატკივარს არ ვგულისხმობ)
ნიკოლოზ
17 ივლისი 2018 15:47
16
შენ ვისი თამაში მოგეწონა ისიც გვითხარი და მერე შევაფასებთ შენს გემოვნებას!
დავით 67
18 ივლისი 2018 04:21
1
კიი და შენ ხარ აზრზე გამორჩეულად :D
.......
17 ივლისი 2018 16:23
5
ფულზე, რომ ყველა და ყველაფერი იყიდება, გასაკვირია? ფულს მოაქვს ძალაუფლება, ხოლო ამ უკანასკნელს გავლენა. იქნებ გაიხსენოთ საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელები, ვინ ვისი მართველობის დროს ინიშნებოდა და მიხვდებით ვის და რატომ უგორებდნენ კოჭს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტები? დღესაც ამ დღეში არ ვართ? სიტყვას ვერ ვუბრუნებთ ერთ უნიჭო, არაფრისმაქნის მწვრთნელს, რომელის გვარიც არ ემახსოვრებოდათ ფედერაციაში, რომ არა ვიღაცის აუცილებლად შესასრულებელი "რეკომენდაცია" უეფადან.
goga
17 ივლისი 2018 14:43
6
უვარგისი ფიფა ახრჩობს და ბოლომდე
ვერ მოახრჩო ეს ბრწყინვალე თამაში.
ბრიტანელების მიკვირს უვარგისი
წესებით თვითონ თამაშობენ და ჩვენც
გვაყურებინებენ ამ უაზრობისთვის.
ვეტერანი
17 ივლისი 2018 14:01
1
საიდან დაასკვენით ბატონო ავტორო რომ ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა საქართველოში ხორვატებს უჭერდა მხარს?. გრანდებმა რომლებიც ლამაზ ფეხბურთს აწვებოდნენ ჩააგდეს ეს ჩემპიონატი და უნდა დააბრალონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. ფინალურ ეტაპზე საფრანგეთმა გაიარა არგენტინა, გაიარა ურუგვაი, გაიარა ბრაზილიის მძლეველი ბელგია და მეტი რა ქნას? ხორვატებმა კი ძლივს მოუგეს დანიას რუსებს და ინგლისს რომელიც მხოლოდ სახელწოდება იყო დარჩენილი.
giga
17 ივლისი 2018 13:56
4
ვაჟა ძალიან რადიკალი ხარ ჩემო ძმაო!!! ასეთი დამაჯერებლობით მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბევრი გინახავს??? ან ისტორიას უნახავს ბევრი ასეთი გამარჯვება???? ვისაც ფრანგები უყვარს იმათგან ძაან შორს ხარ!!! ამხელა სტატია დაწერე და კილიან მბაპე არ ახსენე!!! (ბევრი ჰაჰა
ცოტნეა
17 ივლისი 2018 13:44
2

სიახლეები პოპულარული