უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ჰატემ ბენ არფა: საფრანგეთის ნაკრები ძალიან მახინჯურ ფეხბურთს თამაშობდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჰატემ ბენ არფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდიე დეშამის გუნდის სათამაშო სტილი გააკრიტიკა.

"რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა საფრანგეთის გამარჯვება. მართლა. ეს დიდი წარმატებაა. ამავ დროს კითხვა იბადება, ნამდვილად ბედნიერები არიან თუ არა გულშემატკივრები? მესმის, ეროვნული დღესასწაულისას ამის თქმა შოკისმომგვრელია, მაგრამ ჩემთვის სულერთია.

ჩემი მიზანი არაა, ვინმეს ხასიათი გავუფუჭო, უბრალოდ სიტუაციას სიღრმისეულად ვუყურებ. საფრანგეთის თამაში ძალიან მახინჯური იყო. არ მინდა ეს ნორმად იქცეს საფეხბურთო აკადემიებსა და კლუბებში. ჩვენ ვიცით, რომ ბევრს უყვარს მსოფლიოს ჩემპიონის სათამაშო სტილის მიბაძვა", -
განუცხადა ბენ არფამ "ფრანს ფუტბოლს".

altსაფრანგეთი გადაირია - 90 ათასი ეიფელის კოშკთან და ზეიმი პარიზში [VIDEO+PHOTO]

altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]