ადამ ლალანა: სწორად მოიქცა საუთგეიტი, მუნდიალზე რომ არ წამიყვანა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ადამ ლალანამ აღნიშნა, რომ გარეთ საუთგეიტის მიერ მისი ინგლისის ნაკრებში არგამოძახება მუნდიალისთვის სწორი გადაწყვეტილებაა.

"რა თქმა უნდა, მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. ზოგჯერ პროფესიონალ ფეხბურთელებს რთულ სიტუაციებთან უწევთ გამკლავება. ამიტომ უბრალოდ გუნდს ვგულშემატკივრობდი, როგორც სხვა ჩვეულებრივი ქომაგი.

ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯორდან ჰენდერსონი მუნდიალზე თამაშობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და ეს შესანიშნავი მიღწევაა.

საუთგეიტმა მითხრა, რომ განაცხადში წარსული დამსახურების გამო არ შემიყვანდა. ალბათ, ეს საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მან იგივენაირად გადაწყვიტა სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაშიც, რომლებმაც გასული
სეზონის მანძილზე ბევრი გამოტოვეს.

სეზონი ჩემთვის კარგად რომ წარმართულიყო და ფორმაში ვყოფილიყავი, მაშინ მოვხვდებოდი ნაკრებში. ვფიქრობ, საუთგეიტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა ლალანამ.

შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში ლალანამ "ლივერპულის" მაისურით მხოლოდ 12 მატჩში ითამაშა და აქედან სასტარტოში მხოლოდ ერთხელ იყო.

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელგიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული