ფიფამ ახალი ლოგო წარმოადგინა, რომელსაც ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიყენებენ.
"უწყვეტი მარყუჟი რვიანის სახით არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს 8 სტადიონს, სადაც მატჩები გაიმართება და ასევე, უსასრულობის ნიშანს" - განაცხადეს ორგანიზაციის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, ყატარის 7 ქალაქში: დოჰაში, ლუსაილეში, ალ-ვაკრეში, ალ-ჰორეში, ალ-რაინეში, უმ-სალალესა და მადინატ-აშ-შამალეში გაიმართება.