ოუენი ბექჰემის წითელზე 1998 წლის მუნდიალზე: დევიდმა დაგვაღალატა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი საკუთარ ახალ წიგნში Reboot: My Life, My Time დევიდ ბექჰემის მიერ მსოფლიოს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული წითელი ბარათის შესახებ წერს.

"დავიწყებ იქიდან, რომ მე და დევიდს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ნათელია, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისით, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არავინ, განვმეორდები, არავინ არ შრომობდა ისე, როგორც დევიდი, რომ საკუთარი ნიჭი გაეუმჯობესებინა.

მაგრამ საფრანგეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ცოტა თუ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ერთი და იგივე გზა
გვქონდა... მე ინგლისური ფეხბურთის საყვარელი ფიგურა გავხდი, ხოლო მას ბოროტმოქმედის როლი ერგო.

მაშინ გასახდელში, ზუსტად იმ მატჩის შემდეგ მისთვის გაძევების გამო არავის არაფერი უთქვამს. ეს რამეს შეცვლიდა? ჩვენ გამოვვარდით.

ვფიქრობ მე, რომ მის გამო წავაგეთ? ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მაშინ საუბარი იერარქიასა და მდგომარეობაზე მიდიოდა. მე უბრალოდ ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი. მართლა, უბრალოდ ბავშვი ვიყავი.

თუმცა, როცა უკან ვიხედები, ვგრძნობ, რომ დევიდის საქციელი წითელს არ იმსახურებდა, მაგრამ ჩემთვის ეს უარესიც კია.

ვიცი, როგორი გამართლებაა ფეხბურთელისთვის თუნდაც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, რომ არ ვთქვათ რამდენიმეზე. ამიტომ მოვიტყუებოდი, რომ მეთქვა, დევიდს მაშინ ინგლისის ნაკრებში არავინ დაუღალატებია-მეთქი.

დაიმსახურა თუ არა ის სისასტიკე, რომელიც შემდეგ მიიღო? რა თქმა უნდა, არა. როგორ შეიძლება ადამიანმა უყუროს, როგორ წვავენ მის გამოსახულებას?

მაგრამ დევიდმა ჩვენ დაგვაღალატა და ამაზე დღემდე ვფიქრობ", - დაწერა ოუენმა თავის წიგნში.

ოუენის წიგნი ინგლისში 5 სექტემბრიდან გაიყიდება.

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში პენალტით გაბრიელ ბატისტუტამ გახსნა, ხოლო შემდეგ, მე-10 წუთზე, ასევე პენალტით ალან შირერმა გაათანაბრა. შეხვედრის მე-16 წუთზე კი მაიკლ ოუენმა ინგლისის ნაკრები დააწინაურა. ის მაშინ 18 წლის იყო.

45-ე წუთზე ხავიერ ძანეტიმ გაათანაბრა, ხოლო 47-ე წუთზე დევიდ ბექჰემმა წითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 4:3 არგენტინამ იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული