პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიში, 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

ეს ანგარიში აგრეთვე შეიცავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, კრისტოფერ სტილის მოხსენებას, რუსეთის მიერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მათ ქვეყანაში ჩატარებასთან დაკავშირებით, ფიფას მაღალჩინოსნების მოქრთამვაზე.

Sky Sports-მა 430-გვერდიანი ანგარიშიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა:

"2011 წლის ივლისში სტილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მოკლედ ასახულია რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, პუტინმა აღიარა, რომ რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
მოისყიდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო.

2012 წელს სტილმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ორ ბრიტანელ ჩინოვნიკს გააცნო, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელების სავარაუდო მოქრთამვის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ.

სტილის ანგარიშმა აჩვენა, რომ კრემლის ჩინოვნიკმა აღიარა ფიფას ხელმძღვანელთა მოქრთამვა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბეკემბაუერმა როგორ მოქრთამა 2006 მსოფლიოსთვის FIFA! ეგეც დაცერეთ!
T....
11 დეკემბერი 2019 16:55
8
ბეკენბაუერს და გერმანიას ტრად უნდოდათ მოქრთამვა?!
ილია
11 დეკემბერი 2019 22:30
2
რას გადაეკიდეთ ამ რუსეთს აბა ისა თქვით ტონი ბლეერმა როგორ გადაუჯოკრა საფრანგეთს როცა ოლიმპიადა ლონდონსი ჩატარდა.ვინც პრესას ყურადგებით კითხულობს მას კარგად მოეხსენება.
maxo
11 დეკემბერი 2019 12:54
13
რუსეთი ხედავს, რომ უამრავი ქვეყნის თვალში აგრესორის სახელს ატარებს და ცდილობს საერთაშორისო სივრცეში თავი განსხვავებულად წარმოაჩინოს. სხვადასხვა სახის ჩემპიონატებისათვის კი უმასპინძლია, მაგრამ ამხელა ტურნირისათვის არასოდეს და გააჩნდა კიდევაც ამის ამბიცია. ჩემი აზრით მშვენიერი ჩემპიონატი გამოვიდა, ნეიტრალური მაყურებლისათვის მშვენიერ დროს იყო თამაშები. ბოლოსდაბოლოს ევროპა იყო და ჩვენთვის მისაღები იყო რაღაც ნიუანსები. ის სხვა საკითხია, როდესაც აგრესორ ქვეყანას აძლევენ საშუალებას, რომ ამხელა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლოს. ფიფას გახრწნილი და გათახსირებული მმართველი რგოლი კი ამ ყველაფრით დიდ ფულს აკეთებდა. იგივე შეიძლება ითქვას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით. ბლატერი იყო ერთ-ერთი უდიდესი კორუმპირებული ჩინოვნიკი მსოფლიოს ისტორიაში. ფეხბურთის ავტორიტეტი და ობიექტურობის განცდა ამ ადამიანმა შებღალა მსოფლიოს თვალში.
ანესთეზეოლოგი
11 დეკემბერი 2019 12:27
0
სავარაუდო??? სასცილოა უკვე... მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს ჩატარდა...
tngh
11 დეკემბერი 2019 11:25
2
რუსეთი რომ ცუდია ეგ გავიგეთ მაგრამ ამ ევროპელების ცუდზე არავინ არ ლაპარაკობს ფულზე დახამებულები და გამყიდველებო რომ არიან ეგ ბევრჯეტ დაამტკიცეს ისტორიაში
1
11 დეკემბერი 2019 10:08
8
სავარაუდო ლაპარაკი-სავარაუდოთ ასე,სავარაუდოთ ისე, დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით და ასე შემდეგ, რა მაგრა გამოუძიებიათ, ქართველი ვითომ ჟურნალისტებივით და მერე შე დალოცვილო ჯერ გადაამოწმე, დააზუსტე და მერე დაწერე რა.
დათო
11 დეკემბერი 2019 09:38
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული