დი მარია: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ "რეალის" წერილი დავხიე

AutoSharing Option
პსჟ-ისა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გაიხსენა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან ტრავმის გამო გამოტოვა.

"მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის სიმართლე: ექიმმა დანიელ მარტინესმა, ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ და მე.

ბელგიასთან 1/4-ფინალის წინ 90%-ით ვიყავი მზად. ფეხი მტკიოდა. ფინალში თამაში მინდოდა. ჩემთვის სულერთი იყო, შემდეგ შევძლებდი თუ არა თამაშს. მეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ტრავმა გამრთულებოდა, მაგრამ ეს ხომ ფინალი იყო. ჩემი ფინალი.

ვიცოდი, "რეალს" ჩემი გაყიდვა უნდოდა. შემდეგ კი წერილი მომივიდა, დანიელმა გადმომცა და მითხრა, რომ
"რეალმა" გამომიგზავნა. არც კი მაინტერესებდა, რა ეწერა და დავხიე", - გაიხსენა დი მარიამ "მარკასთან" ინტერვიუში.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ არგენტინა დამატებით დროში მარიო გიოტცეს გოლით დაამარცხა. დი მარიამ ვერ ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული