შვედეთმა კოსოვო გაანადგურა - საბერძნეთმაც მოიგო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, დღეს კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა.

შვედეთმა პრიშტინაში 3:0 დაამარცხა კოსოვო და 6 ქულით ლიდერია. გოლები აუგუსტინსონმა, ისაკმა და ლარსონმა (პენალტით) გაიტანეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელმა იანე ანდერსონმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მან აუგუსტინსონს საგოლე გადაცემა გაუკეთა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, საბერძნეთმა კი სალონიკში ამხანაგურ მატჩში ჰონდურასს 2:1 სძლია. დუბლი 22 წლის თავდამსხმელმა პავლიდისმა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორესთვისაც შეიძლება თუ ბერძნები ავაყირავეთ გასვლაზე
Levani
29 მარტი 2021 09:58
0
უნდა გავიწიოთ მესამე ადგილისთვის რადაც არუნდა დაგვიჯდეს
ქართველი
29 მარტი 2021 01:24
1
ბერᲫნებს Თუ მოვუგებᲗ მეორეზეც ᲨეიᲫლება გასვლა. არაა ᲨვედეᲗი ის გუნდი სახლᲨი რომ ვერ მოვუგოᲗ გულᲨემატკივრები Თუ გვეყოლება ხომ საერᲗოდ დიდი Შანსია!
ბაᲗუმელი
29 მარტი 2021 12:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული