გერმანიას მაკედონიამ მოუგო, სომხეთმა ისევ იმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე J ჯგუფში სენსაციები დაფიქსირდა.

სომხეთის ნაკრებმა ერევანში რუმინეთს უმასპინძლა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლები სპერციანმა დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს (ჩიკილდეუმ დუბლი შეასრულა), 86-ე წუთზე აროიანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ბარსეგიანმა პენალტით გამარჯვება სომხეთს მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ლატვიელმა მსაჯმა ანდრის ტრეიმანისმა 78-ე წუთზე რუმინელთა თავდამსხმელი გეორგე პუშკაში გააძევა და რამდენიმე ცოტა საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო.

სომხეთის ნაკრებმა ტურნირის სტარტზე სამი გამარჯვება იზეიმა და იმ ჯგუფში ლიდერობს, სადაც გერმანია თამაშობს, რომელიც დუისბურგში ჩვენთვის კარგად
ნაცნობმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 2:1 დაამარცხა - 45+2-ე წუთზე სტუმრები გორან პანდევმა წინ გაიყვანა, 63-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ელის ელმასმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აშკარაა,რომ სომხები თამაშებს იგებენ რაღაც მაქინაციებით!
....
01 აპრილი 2021 04:37
27
ეს რა იყო?! მეორე გოლი სომხებმა თამაშგარე გაიტანეს, პენალი გამოგონილია!
მერაბი
01 აპრილი 2021 09:46
6
გამოდის რომ მაკედონია არ ყოფილა ხელწამოსაკრავი ნაკრები. პანდევისავით თავდამსხმელი ჩვენც რომ გვყავდეს კარგი იქნებოდა.
დავით 67
01 აპრილი 2021 06:00
5
ფაქტი სახეზეა - სიტის, ბაიერნის, ჩელსის და ბარსელონას ფეხბურთელებისგან შემდგარ ნაკრებს, 4გზის მსოფლიო ჩემპიონს 38 წლის ბებერმა პანდევმა საშვილიშვილო სირცხვილი აჭამა. არ დაგავიწყდეთ,ერთი აშკარა პენალტიც არ დანიშნა გერმანიის კარში. ლიოვი წიხლით არის გასაგდები. მიუხედავად დიდი დამსახურებისა
: )))))))
01 აპრილი 2021 09:01
2
შთაბეჭდილება მრჩება, რომ სასომხეთის ნაკრებს ომის შემდეგ ეხმარებიან.
პ.ს. არა მარტო მსაჯები!!!
რეალობა
01 აპრილი 2021 03:39
15
არ გინდა, მე ვუყურე თამაშს. სომხეთი შეაკვდა. რუმინეთი ერთი პერიოდი აშკარად ზემოდან უყურებდა, თუმცა მომენტები სომხებს ქონდათ. ასე მონდომებით ქართველებს რომ ეთამაშათ, სამივეს ესენიც მოიგებდნენ. ჯობია ობიექტურობა.
Hoda
01 აპრილი 2021 07:57
5
მგონი ჩვენი წილი იღბალი სომხეთში მიდის - წითეელი მეტრიანი თანაშგარესან გოლი და 0%-იანი პენალტი აბა სხვა რა არის
ზორბეგი
01 აპრილი 2021 02:14
2
არ მეგონა თუ ქართველს სომეხის შეშურდებოდა.
აზერი
01 აპრილი 2021 13:06
6
რატომ აკნინებთ სომხებს?რაა გშურთ?ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავთ და ფეხბურთელებიც მოგვწონს თუ არა ჩვენს ფეხბურთელებზე უკეთეს კლუბებში ყავთ.თან მხითარიანიც არ ყავდათ და სამივე თამაში მოიგეს.არის გამართლების მომენტიც,რომ შეადარო ჩვენი და მათი მეტოქეები განსხვავება ძალიან დიდია.ჩვენც რო გვეთამაშა ლიხტეშტაინთან სტუმრად და ისლანდია რუმინეთთან ზედიზედ ორი სახლი მინიმუმ 7 ქულა გვექნებოდა.მგონი ევროპის 55 ქვეყანას შორის საქართველოს ქონდა ყველაზე ცუდი სასტარტო კალენდარი.მოგზაურობა სამ დღეში ერთხელ და სამი თამაში თან ვინებთან.ნამდვილად იმსახურებენ სომხები შექებას.ჩვენ იქ ერთ ქულაზე მეტს აშკარად ვიმსახურებდით ამ სამ თამაშში.ერთი აზერბაიჯანს არ ეშველა ამ კავკასიაში არაფერი,ვინც უნდა დაუნიშნო მწვრთნელად ვერ ვითარდებიან.
master
01 აპრილი 2021 10:50
6
სომხებმა გუშნ მაგარი ფეხბურთი აჩვენეს ყოჩაღ მაგათ ვინც ნახა დამეთანხმება. ჩვენ თამაშდან თამაშამდე ვუმატებთ. ამ გუნდს + წიტაიშვილი ჩაკვეტაძე მიქაუტაძე ნახეთ რა გუნდი იყოს.
777
01 აპრილი 2021 08:51
5
mase gamogonili penlebit jer chventan mere ruminelebtan es rac vici da rac arvici? somxets ro didi lobi yavt xo iasnia da omis cagebas simcares ase nayidi msajebit ixareben guls... araferi nakrebi magat ar yavt. kiar mshurs prosta asea da mito vidzaxi torem tu undat zecashi upreniat
რომა
01 აპრილი 2021 11:41
6
საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა ,არ დაგავიწყდათ ქართველებს არ არსებული პენალი რო აჩუქეს ...
ა.კ
01 აპრილი 2021 16:40
8
შეეშვით სომხეთს და ჩვენს ბედოვლათებზე იფიქრეთ
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 09:48
18
შენ რა წაიღე ტვინი, თუ არ მოგწონს, შეეშვი მაზოხისტობას და რაგბის უყურე მარტო. ნერვებს მოუფრთხილდი და ჩვენც დაგვასვენე
გურჯი
01 აპრილი 2021 10:57
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული