ესპანელი მცველი თანამემამულეს გამოექომაგა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა აიმერიკ ლაპორტამ გუშინდელი შეხვედრის (შვედეთთან 0:0) შემდეგ ალვარო მორატა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისგან დაიცვა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ მორატა პირველ ტაიმში მცველის შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

"სტვენით ახალს ვერაფერს იზამთ" - განაცხადა ლაპორტამ.

"ალვარო მორატასნაირ თავდამსხმელში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ. მართალია, მას წარმატებული თამაში არ გამოუვიდა, თუმცა წინ არაერთი შეხვედრაა. ხალხი ნერვიულობს, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი ნაკრები ვართ და გამარჯვება ჩვენზე მეტად არავის სურს. ჩვენ დღეს ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მომდევნო შეხვედრაში
ყველაფერი კარგად იქნება და შანსებს აუცილებლად გამოვიყენებთ".

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული