ფული რას არ გათქმევინებს - ეტო'ოს სურვილმა ყველა გაახალისა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსფორვარდმა სამუელ ეტო'ომ, რომელიც ამჟამად თბილ ხელფასზე ყატარში არის დასაქმებული, მომავალი მუნდიალის შესახებ საკუთარი ველური ოცნებები გაახმოვანა.

"ეჭვიც კი არ მეპარება, ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მე კი ერთი სურვილი მაქვს - ფინალში კამერუნისა და ყატარის ნაკრები გუნდები ვიხილო. ეს უნიკალური მოვლენა იქნება.

ყველას მოვუწოდებ, ყატარში ამ ბრწყინვალე ტურნირზე ჩამოვიდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ფანები არ გაუშვებენ შანსს ხელიდან, დღეში მუნდიალის ორი მატჩს დაესწრონ... ამის შესახებ მომავალში შვილიშვილებს მოუყვებიან - რა თქმა
უნდა, მათ თან თუ არ იახლებენ...

დეკემბერში ყატარში ტემპერატურა, დაახლოებით, 20 გრადუსია, რაც ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ამინდია", - თქვა კამერუნელმა.

კაცი მილანის "ინტერიდან" ფულის გამო მახაჭყალის "ანჟიში" გადავიდა და ახლა იმდენ ფულს იღებს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის სურვილს არ გამოთქვამდა?

მომზადებულია მს-2022-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძაან სწორი განცხადებაა, მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც ყატარი მასპინძლობს(ყიდულობს) სწორედ ასეთი ფინალ მოუხდება.
hhh
23 ივლისი 2021 12:39
1
ლანჩხუთის გურიაც არაა უშანსოდ. ნუ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს მაინც. :)
ბენიამინ ჩხიკვიშვილი
22 ივლისი 2021 18:08
2
მე მაინც ასეთი ფინალის მომხრე ვიქნებოდი

ოზურგეთის მერცხალი - ვანის სულორი
პირველად სტადიონზე სწორედ ამათ თამაშს დავესწარი , 6-2 მოიგო მერცხალმა. მოკლედ როგორც ვკითხულობ - ყველას გვსურს მერცხალის ფინალში გასვლა
Homer
22 ივლისი 2021 16:42
2
რაბიტრის ქომაგი! ისეთი მსაჯობა იყო, მუნდიალს შეშურდებოდა
იდალგო
22 ივლისი 2021 18:55
0
რა დამავიწყებს! უმაგრესი თამაში იყო! სულორის ქომაგი ხარ თუ მერცხალის?
sul2
22 ივლისი 2021 17:08
0
მსოფლიო თასის ფინალში ჯობია ხობის კოლეთისა და ოზურგეთის მერცხალის შეხვედრა , რადგანა 70 იან-80 იან წლებში სულ ეგენი იყვენ კონკურენტები.
მეგრელი
22 ივლისი 2021 15:16
0
მსოფლიო თასის ფინალში ოზურგეთის მერცხალი და ჩოხატაურის ბახმარო მინდა შეხვდეს. უფრო უნიკალური მოვლენა იქნება :)))
გურული
22 ივლისი 2021 13:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული