უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

AutoSharing Option
MundoDeportivo-ს ცნობით, საქართველოსთან თამაშის წინ ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, ხერარდ მორენო გამოაკლდა. "ვილიარეალის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაზიანება შვედეთთან (1:2) 2 სექტემბერს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო.

გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სპორტსმენის ტრავმა საშიში არ არის, თუმცა "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გარისკვას ფეხბურთელის დასვენება არჩია, ამრიგად, ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან და კოსოვოსთან გასამართ შეხვედრებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე შეხვდება.

შეგახსენებთ, "ლა როხასა" და "ჯვაროსნებს" შორის შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია mundodeportivo-ს მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ