მესის ჰეთრიკი და სამხრეთ ამერიკის ბომბარდირობა - ნეიმარის შოუ ბრაზილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართა.

არგენტინამ ბოლივიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, სამივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა.

"ალბისელესტეს" კაპიტანმა თავი მე-14, 64-ე და 88-ე წუთზე გამოიჩინა. დღევანდელი სამი გოლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მესის 79 გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ პელეს რეკორდი (77) გააუმჯობესა, მოქმედი ფეხბურთელებიდან ნეიმარს 69, ლუის სუარესს კი 64 გოლი აქვს გატანილი.

8 ტურის შემდეგ არგენტინას 18 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, ბოლივიამ 9 შეხვედრა გამართა, 6 ქულა მოიპოვა და ბოლოსწინა, მე-9
ადგილს იკავებს.

"ალბისელესტეს" ნაკრები მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ბოლივია იმავე რიცხვში ეკვადორს ესტუმრება.

ბრაზილიამ პერუს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. "სელესაოს" რიგებიდან პირველი გოლი ევერტონ რიბეირომ მე-14 წუთზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ნეიმარმა დააფიქსირა.

გამოსარჩევია ნეიმარის თამაში, პსჟ-სა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის შეჩერება მოედანზე ვერავინ შეძლო.

8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, პერუს 9 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს.

"სელესაო" მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, ვენესუელას წინააღმდეგ გამართავს, პერუ იმავე რიცხვში ჩილეს უმასპინძლებს.

კოლუმბიამ ჩილეს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მიგელ ბორხას ორ წუთში გატანილი ორი გოლის წყალობით მოიგეს, "გრემიოს" თავდამსმხელმა თავი მე-19 და მე-20 წუთზე გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმრები გაააქტიურდნენ, 56-ე წუთზე კი ჯინ მენესესმა სხვაობა შეამცირა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე ლუის დიასმა დააფიქსირა.

ამრიგად, 9 ტურის შემდეგ კოლუმბიას 13 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს, მოულოდნელად ჩილეს 7 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება.

კოლუმბია მომდევნო შეხვედრას 7 ოქრომბერს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, ჩილე იმავე რიცხვსი პერუს ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაშს ვუყურე, მაგრამ გვაცადეს კომენტატორებმა? ბიჭოოოს, რა ჩვევა აქვთ, დაიწყება თამაში და კომენტატორები ეგრევე იწყებენ თითოეული ფეხბურთელის ისტორიების მოყოლას, ვის აინტერესებს წარსულში, ვინ სად თამაშობდა და ესეთები? განსაკუთრებით ბიძინა ბარათაშვილმა შეგვაწუხა, თავისი ლაპარაკის მანერით. თუ პრეტენზია გაქვთ კომენტატორობაზე, მაშინ 'ზონიდან" ნუ გადიხართ და მაყურებელს ნუ გვღლით, უაზრო არაფრის მომტანი საუბრებით.
მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ?
16:09 10-09-2021
7
მაგრად, ჟინით და მონდომებით ითამაშა ლეომ, ყოჩაღ! აი ასეთი ლეგენდა და სუპერ ფეხბურთელი "გაუშვა" ლაპორტამ. მესის ეს, რომ აკადრეს, სხვა ფეხბურთელებს დაინდობს, "მომღიმარი გაიძვერა"?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული