არგენტინამ ბეწვის ხიდზე გაიარა, ბრაზილიამ ურუგვაი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

არგენტინამ პერუს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

"ალბისელესტემ" ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმრებს გოლის გატანის მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა იოშიმარ იოტუნმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.


ამრიგად, 11 შეხვედრის შემდეგ არგენტინას 25 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. პერუ 11 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

"ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. პერუ იმავე რიცხვში ბოლივიას უმასპინძლებს.



ბრაზილიამ
ურუგვაის უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. გოლები ნეიმარმა (მე-10 წუთი) და რაფინიამ (მე-18 წუთი) გაიტანეს. მეორე ნახევარში იმავე რაფინიამ 58-ე წუთზე სხვაობა სამბურთიანი გახადა.

77-ე წუთზე მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა ერთი გოლი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი 83-ე წუთზე გაბრიელ ბარბოსამ დააფიქსირა.

ამრიგად, 11 ტურის თავზე "სელესაო" 31 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. ურუგვაი 12 გამართული შეხვედრის შემდეგ 16 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს. როგორც მოგახსენეთ, ურუგვაი იმავე რიცხვში არგენტინას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აღარ დააყენებენ საშველს ნეტა ბაბუა ოსკარის განთავისუფლებას ურუგვაიში? ძაან მეპარება ეჭვი რაიმე მწვრთნელობის აზრზე იყოს ეგ კაცი, რა თაობა დააკარგინა ურუგვაის... საწყენია, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ადგილი და ერთი კოპა ამერიკა ძალიან ცოტაა.
sul2
02:39 16-10-2021
2
არადა რა კაი ბურთები გამოაძრო ურუგვაის მეკრაემ. მაგრა ითამაშა ბრაზილიამ, ერთი 10:1 უნდა მოეგო მგონი :)))))
3

სიახლეები პოპულარული