უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

არგენტინამ ბეწვის ხიდზე გაიარა, ბრაზილიამ ურუგვაი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

არგენტინამ პერუს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

"ალბისელესტემ" ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმრებს გოლის გატანის მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა იოშიმარ იოტუნმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.


ამრიგად, 11 შეხვედრის შემდეგ არგენტინას 25 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. პერუ 11 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

"ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. პერუ იმავე რიცხვში ბოლივიას უმასპინძლებს.



ბრაზილიამ
ურუგვაის უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. გოლები ნეიმარმა (მე-10 წუთი) და რაფინიამ (მე-18 წუთი) გაიტანეს. მეორე ნახევარში იმავე რაფინიამ 58-ე წუთზე სხვაობა სამბურთიანი გახადა.

77-ე წუთზე მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა ერთი გოლი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი 83-ე წუთზე გაბრიელ ბარბოსამ დააფიქსირა.

ამრიგად, 11 ტურის თავზე "სელესაო" 31 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. ურუგვაი 12 გამართული შეხვედრის შემდეგ 16 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს. როგორც მოგახსენეთ, ურუგვაი იმავე რიცხვში არგენტინას უმასპინძლებს.