უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"ეს ბო*ები - პუტინი ჭკუიდან შეიშალა" - საბომ პლეი-ოფის კენჭისყრა შეაფასა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება. კენჭისყრა უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ შეაფასა.

"სწორია, რომ წილისყრისას ჩვენი რუსეთთან შეხვედრა არ დაუშვეს. რაში გვჭირდება ჩვენ რუსეთი? ეს ბო*ები, რას აკეთებენ? ნახეთ. ეს პუტინი ჭკუიდან შეიშალა, თუ რა ხდება?

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩვენი საზღვარი ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ ერთი ბუზიც ვერ გადმოფრინდეს. ყველა ფული, რომელსაც მილიარდერები იპარავენ, შეიარაღებას უნდა მოხმარდეს, რათა ბავშვებმა მშვიდად იცხოვრონ. რუსებთან თამაში საჭირო არაა", - ციტირებს საბოს ua-football-ი.

იოჟეფ საბო ეროვნებით
უნგრელია, მისი მამა მეორე მსოფლიო ომისას უნგრეთის არმიაში იყო გაწვეული და საბჭოთა ტყვეობაში იმყოფებოდა. იოჟეფი კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოში" თამაშობდა, სსრკ-ის ნაკრებში 76 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, შემდეგ კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მწვრთნელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ