ანზორ კავაზაშვილი: გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს

AutoSharing Option
როგორც წესი, რუსეთის ნაკრებს ყოველი კენჭისყრისას უმართლებს, ასე მოხდა ამჯერადაც - მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთს უმასპინძლებს და თუ სძლია, შემდეგ შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ისევ საკუთარ მოედანზე. წილისყრის შედეგით ერთობ კმაყოფილი დარჩა რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი ანზორ კავაზაშვილი.

"კენჭისყრას ყველას გილოცავთ. კარგია, რომ პოლონეთი შეგვხვდა და არა პორტუგალია ან იტალია. წარმატებული შედეგის იმედი მაქვს.

გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს.

მოსამზადებლად მარტამდე საკმაო დროა. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ამისათვის გუნდს შესანიშნავი პირობები უნდა შეუქმნას.
თუ შემთხვევით ვერ გავედით, არაფერი საგანგაშო არ მოხდება.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოთამაშეთა ასეთი შერჩევის გათვალისწინებით, მწვრთნელ ვალერი კარპინს ძალიან გაუმართლებს. ვთვლი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მიდგომის შეცვლა სჭირდება", - განუცხადა კავაზაშვილმა "Р-Спорт"-ს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
პუტინის მონა. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!
duvaio
28 თებერვალი 2022 12:43
0
კაცი, რომელმაც უარი თქვა საქართველოზე. ასეთები ჩემთვის მიუღებელია
გიორგი
28 ნოემბერი 2021 13:23
2
"როგორც წესი გამართლება" არ არსებობს, ე.ი. მიდის ჩაწყობა ხომ არაერთხელ ითქვა, თბილი ბურთულები და ა.შ.
გერო
28 ნოემბერი 2021 09:31
2
ბატონი ანზორი უმაგრესია. რა დამავიწყებს მარტოს რომ დაესხნენ ჩეხეთის 10 ფეხბურთელი და როგორ ცემა ათივე. მეკარე კი სწრაფი, ჭკვიანი და უშეცდომო. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ...
ჯონდო
28 ნოემბერი 2021 07:42
20
არ გეტკინა არაფერი ანზორ. პოლონეთი გაიაროთ ლევანდოვსკი მოგხედავთ
macbook pro
28 ნოემბერი 2021 04:37
3
ანზორი დიდი მეკარე იყო. 1970წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ ერთი საუკეთესო იყო.
ჯუჯი
27 ნოემბერი 2021 23:01
32
და რა მერე? დიდი სპორტსმენობა ყოველთვის დიდ კაცობას და დიდ ქართველობას არ ნიშნავს! აგერ თოკოც გვყავს მაგალითად, როგორ უნდა იმუშაო მტრის სამსახურში, სამარცხვინოები!
28 ნოემბერი 2021 05:02
21
ანზორ კაის იზავ თუ გადაიკეთებ გვარს და გახდები კავაზიანი ან რაღაც ოხრობა...
რომა
27 ნოემბერი 2021 22:12
13
ერთი ხორვატია გაიარეთ და ახლა პოლონეთს გაივლით. ამოგტენიან ლევანდოვსკი შინ და გარეთ
mamuka
27 ნოემბერი 2021 22:03
5
XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მეკარედ 2000წ გამოკითხვით მიჩნეულ იქნა 60 წლების მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მეკარე - ცხონებული სერგო კოტრიკაძე. საიდან მოიყვანეთ ანზორ კავაზოგლუ. ამას ჯობდა საფრანგეთის ნაკრების მეკარე ბარათელი, ან ზენიტის მეკარე შეხტელი დაგესახელებიათ.
ვაჟა მასწავლებელი
27 ნოემბერი 2021 22:03
6
ბარატელლის რა ოხრობა ვვარი აქვს, მართლა ქართველი რო გეგონება.
დემე
28 ნოემბერი 2021 02:16
0
პოლონეთს ვერ გაივლიან და თუ გაიარეს შვედებთან შანსი არ ექნებათ
aleksandre
27 ნოემბერი 2021 21:18
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული