უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია..." - უკრაინა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის გადადებას ითხოვს

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრის, სადაც შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადება მოითხოვა.

"ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია" - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ყველაფერმა შესაძლოა FIFA-ს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, რადგან კენჭისყრა 1-ელ აპრილსაა დაგეგმილი, ტურნირი კი 21 ნოემბერს დაიწყება. ამასთან ერთად, გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო შეჯიბრების დაწყებამდე 100 დღით ადრე 32 გუნდს ე.წ. FIFA-ს სემინარებზე დასწრება მოუწევს. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, უკრაინა-შოტლანდიის შეხვედრა 24 მარტსაა ჩანიშნული, დღესდღეობით კი მთავარი მშვიდობაა და არა სპორტული
აქტივობა...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით