"ვერასდროს წარმოვიდგენდი..." - რონალდინიო იტალიაზე საუბრობს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის არ ყოფნაზე ისაუბრა.

"იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან ბევრს კარგავს. მათი არ ყოფნა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც ფეხბურთი გვიყვარს, გულსატკენია. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ვნახავდი" - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ, ჩვენც ვერ ვიფიქრებდით სამწუხაროდ, თუ მესის და ბარსას გზები გაიყრებოდა, ისე, რომ ფეხბურთში ყველაფერს უნდა ელოდო. ისე იტალიის გარეშე დასანანია, მსოფლიო ჩემპონატი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული