ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის არ ყოფნაზე ისაუბრა.
"იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან ბევრს კარგავს. მათი არ ყოფნა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც ფეხბურთი გვიყვარს, გულსატკენია. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ვნახავდი" - განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით