ეკვადორს მუნდიალიდან აძევებენ, მიზეზი საკმაოდ უცნაურია... - ცნობილია, ექნება თუ არა იტალიის ნაკრებს ეკვადორის ჩანაცვლების შანსი

AutoSharing Option
მექსიკურმა ტელევიზიამ Azteca Deportes, გვიან ღამით, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატზე დაყრდნობით, გამოაცხადა, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვის შესახებ.

პრობლემა, სავარაუდოდ, ეკვადორელი ფეხბურთელის პასპორტშია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა მედიამ გაავრცელა და ადვოკატმა ედუარდო კარლეკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ჩილე ისარგებლებს.

კერძოდ, ჩილელებმა ფიფას წარუდგინეს მტკიცებულება, რომ ბაირონ კასტილომ ეკვადორში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ყალბი პასპორტით ითამაშა.

კარლეზო ამბობს, რომ კასტილომ, ეკვადორის სამოქალაქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი ფეხბურთის
ფედერაციის დახმარებით, გააყალბა ყველა დოკუმენტი და რომ ის საერთოდ არ არის ეკვადორელი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი კოლუმბიაშია დაბადებული, მისი თითის ანაბეჭდები საერთოდ არ არის ეკვადორის რეესტრში.

"ბაირონ კასტილოს მშობლები დაიბადნენ ტუმაკოში, კოლუმბია. ბაირონი დაიბადა ტუმაკაში და იქ მოინათლა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ეკვადორთან და მტკიცებულებები ძალიან ნათელია", - თქვა ჩილეს ფეხბურთის ასოციაციის ადვოკატმა. 

Azteca Deportes-ი წერს, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის მუნდიალიდან გარიცხვის შესახებ, ანუ მატჩები, რომლებშიც მან ითამაშა, მეტოქეებთან ანგარიშით 0:3 წაგება ჩაეთვლება.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ხდება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ეკვადორის ნაკრებს. დიდი ალბათობით, ეს ჩილეს ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ შანსი "სკუადრა აძურასაც" მიეცემოდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორს ისევ სამხრეთამერიკული ნაკრები ჩაანაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მიანიჭეს საკუთარი მოქალაქეობა და ათამაშეს რა პირველი შემთხვევაა თუ დხვაგან არ ხდება მსგავსი რამ, რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა და რა თითის ანაბეჭდები აქვს :), უბერავენ ამ ფიფაში ;)
ერიჰააა
08:24 10-06-2022
1
რა მნიშვნელობა აქვს თუ სად დაიბადა? ეკვადორელი ვარო ამბობს კაცი, თან იმათ ნაკრებში ითამაშა მერე რა, რომ იქ არ დაბადებულა? ვერ ვხვდები, თურქი უზულთი ამასწინათ ბათუმში რომ დაიჭირეს, საქართველოს მოქალაქე ყოფილა, მაგრამ დაბადებით პორტოკარებინას სახელით მცურავ საკრუიზერო გემზეა დაბადებული, რა ვქნათ ახლა დელფინად ჩავთვალოთ, სელაპად, თუ რადგან გაჯგიმული სიარულის პინგვინად მოვნათლოთ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04:48 10-06-2022
0

სიახლეები პოპულარული