იქნებ საქართველოს მონაწილეობით?! - ცნობილია, რომელ ქალაქებში გაიმართება 2026 წლის მუნდიალის მატჩები

AutoSharing Option
ცნობილი გახდა იმ 16 ქალაქის შესახებ, რომლებიც 2026 წლის მუნდიალის მატჩებს უმასპინძლებენ. როგორც იცით, 4 წელში მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ:

აშშ: ბოსტონი, ატლანტა, დალასი, კანზასი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსი, სან-ფრანცისკო, სიეტლი, ფილადელფია, ჰიუსტონი.

მექსიკა: გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი.

კანადა: ვანკუვერი, ტორონტო.

ისტორიაში პირველად მოხდება, როდესაც მუნდიალზე 48 გუნდი იასპარეზებს. ასევე პირველად იქნება პრეცედენტი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ერთდროულად 3 ქვეყანაში გაიმართება. 

60 შეხვედრას აშშ უმასპინძლებს, 10-10 მატჩი კი წილად კანადასა და მექსიკას ხვდათ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოღონდ ჩვენი ნაკრები მანახა აქ და.....
კახა ქ.
18:23 21-10-2022
0
სათაურს ვეთანხმები, მეორე სათაური "ევროპის ჩემპიონი საქართველოს მონაწილეობით"
ჰაჰა
12:56 17-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული