სექსი მუნდიალზე? - ნურას უკაცრავად

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე კატარში სექსი დაუქორწინებელი პირებისთვის აკრძალული იქნება.

ეს ოფიციალური წესი იმოქმედებს ფეხბურთელებზე, ნაკრებების პერსონალსა და გულშემატკივრებზე, - იტყობინება "დეილი სტარი". გამოცემის მტკიცებით, გამონაკლისი არავისზე დაიშვება და ყველაფერი მკაცრად გაკონტროლდება.

ასეთი აკრძალვა ტურნირზე ისტორიაში პირველად იქნა მიღებული და "დამნაშავეებს" შეიძლება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

მუნდიალი კატარის ხუთ ქალაქში ჩატარდება - 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. ეს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამათ მთლად დაუსტვინეს? როგორ უნდა გააკონტროლოს ვინმემ, სასტუმროში არ აცხოვრებენ ერთად თუ ოთახებში კამერაში უთვალთვალებენ? ამ ველურებმა თავიდან რატომ არ დააფიქსირეს თავიიანთი ზრახვები, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლებოდათ.
G.LA
23 ივნისი 2022 15:32
0
როგორ ბედავთ და ლგპტ პარადებს არ აკანონებთო,საქართველოს თავში გვირტყავენ.ვიღაცა ფეხბურთელი თუ სხვა პროფესიის ადამიანი,ევროპაში იტყვის,არ მომწონს ლგპტ ცხოვრების წესიო და დისკვალიფიკაციებს აძლევენ,სამსახურიდან აგდებენ.ყატარში კი,ჯერ მხოლოდ სტადიონების მშენებლობებზე 900 კაციაო დაღუპული,ხალხს მონებივით ამუშავებდნენ და ახლა ეს დაამატეს.ესე იგი ვისთანაც გასდით,თავზეც დაასკორავენ,ხოლო ვინც მდიდარია,ისინი იქით ასკორავენ?დღევანდელი დემოკრატია,ყველაზე უფრო ორპროჭა(მაპატიეთ გამოთქმისათვის) გამოდის და ქრთამიც,ყველაზე უკეთ,ჯოჯოხეთს ეტყობა დღევანდელ "დემოკრატიულ სამყაროში" ანათებს.უზარმაზარი ხარჯები გაიღეს ორგანიზატორებმა,მათ შორის ფიფას მოქრთამვაც შედიოდა,მაგრამ ვფიქრობ ძალიან დიდი პროტესტები და წასვლაზე უარის თქმის კომპანია უნდა მოედოს საფეხბურთო სამყაროს.თავაშვებული და დაუფარავი ორგიების უფლება თუ საშუალება,რა თქმა უნდა ისედაც არავის უნდა ჰქონდეს,მაგრამ ასე ტოტალურად ყველაფრის აკრძალვა,მართლაც აღმაშფოთებელია.
სოსო
23 ივნისი 2022 15:27
0
ქომაგები არ უნდა ჩავიდნენ და იქნება ცარიელი ტრიბუნები.
SSSSSS
23 ივნისი 2022 12:00
1
საჭიროა გულშემატკივართა, სპორტსმენთა და კლუბების საერთო პროტესტი, უკვე აშკარაა ეს იქნება ყველაზე უარესი ჩემპიონატი, მუსულმანური ქვეყანა უკვე თავისი წესებისა და ადათების თავს მოხვევას ცდილობს და რატომ უნდა მოითმინოს ეს ევროპამ? და არა მარტო ევროპამ? იმიტომ, რომ ფიფას ჩინოვნიკებმა ფული იშოვონ?
ჟორა
23 ივნისი 2022 10:52
3
სად ატარებენ მუნდიალს ისიც ზამთარში როცს მთელი მიღამი ზაფხულში აქვს განა იმიტო რო ლუდო დალიო მსოფლიო უხდება ზაფხულს ან პირიქით და კიდე კორუმპირებულები არავართო ჯერ მარტო რამდენი მუშა დახოცეს დს ცხოველებივით ექცეოდნენ ნაძირლები არიან ფიფაშიც და უეფაშიც კიდე პერესს ეძახიან ფეხბურთს ღუპავსო თქვენ არ ღუპავთ თქვენი უნამუსობით? ნაკრებების ბრალიც არის რო ბოიკოტს არ უცხადებენ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ამაზე მეტად არაფაერს აჯდება
geo
23 ივნისი 2022 09:27
1
ეს სპორტული გვერდია ,არა? სპორტზე წერთ?! იქნებ დაგეგუგლათ მაინც?? უბრლოდ ჩაწერეთ ,,სპორტი'
ადამიანი
23 ივნისი 2022 06:07
6
ყველაზე საზიზღარი მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში !!!
........
23 ივნისი 2022 02:33
2
ისა და, აგერ თბილისში ვაპირებთ მე და ჩემი მეზობელი ლეილა მუნდიალის ყურებას ერთად.
ჩვენც გვეკრძალება "შურიმური" თუ მხოლოდ ყატარის ტერიტორიაზე ვრცელდება ეგა ?
ცუცურმა
22 ივნისი 2022 23:52
3
ne zvizdi
gri
23 ივნისი 2022 00:23
3
ყატარში ამ ტურნირის ჩატარება არის ფეხბურთის და გულშემატკივარის შეურაცყოფა და
კორუმპირებული ჩინოვნიკების ზეიმი.
WTF
22 ივნისი 2022 23:50
2
რა საინტერესოა როგორ გააკონტროლებენ
R
22 ივნისი 2022 22:21
0

სიახლეები პოპულარული