უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

სექსი მუნდიალზე? - ნურას უკაცრავად

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე კატარში სექსი დაუქორწინებელი პირებისთვის აკრძალული იქნება.

ეს ოფიციალური წესი იმოქმედებს ფეხბურთელებზე, ნაკრებების პერსონალსა და გულშემატკივრებზე, - იტყობინება "დეილი სტარი". გამოცემის მტკიცებით, გამონაკლისი არავისზე დაიშვება და ყველაფერი მკაცრად გაკონტროლდება.

ასეთი აკრძალვა ტურნირზე ისტორიაში პირველად იქნა მიღებული და "დამნაშავეებს" შეიძლება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

მუნდიალი კატარის ხუთ ქალაქში ჩატარდება - 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. ეს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართება.