ოპერაციაზე უარი თქვა - ჯორჯინიო ვეინალდუმი მუნდიალს გამოტოვებს

AutoSharing Option
პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი და "რომაში" განათხოვრებული ჯორჯინიო ვეინალდუმი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

ნიდერლანდელმა ტრავმა სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "სალერინტანასთან" შეხვედრაში მიიღო და მას მარჯვენა ფეხის წვივის მოტეხვა დაუდგინეს.

ვეინალდუმმა ოპერაციაზე უარი თქვა, ამიტომ მკურნალობის პროცედურა მინიმუმ იანვრამდე გაგრძელდება, რაც შესაბამისად, მუნდიალს გამოატოვებინებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინა ევროს მერე თუ ვიმსჯელებთ მისალოცი ამბავია ჰოლანდიის გულშემატკვარისთვის
კრაზანა
15:07 27-08-2022
0
დაასრულა კარიერა ფულის ღორმა
დათო
16:11 27-08-2022
1

სიახლეები პოპულარული