15,7-ჯერ მეტი მილიარდი ვიდრე წინა მასპინძელმა - ცნობილია რა თანხა დახარჯა კატარის სახელმწიფომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კატარმა 208 მილიარდი ევრო დახარჯა. ტურნირის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა, ფატმა ალ ნუაიმიმ განმარტა, თუ საიდან გაჩნდა ეს მაჩვენებელი.

"მსოფლიოს ჩემპიონატი კატარის 2030 წლის ეროვნული ხედვის ნაწილია, თანხა ჩაიდო უფრო ფართო განვითარების გეგმაში, რომელიც ხელს უწყობს ქალაქების, ეროვნული ობიექტებისა და ინდუსტრიის წინ წაწევას.

208 მილიარდი ევრო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიხარჯა ასოცირებულია კატარის ეროვნული განვითარებასა და მოდერნიზაციასთან. ამ მასიური ინფრასტრუქტული პროექტის უმეტესობა, როგორიცაა ახალი გზები, მეტროები, აეროპორტები, სასტუმროები და ტურისტული ადგილები მანამდე იყო დაგეგმილი, ვიდრე მივიღებდით მსოფლიოს
ჩემპიონატის მასპინძელის სტატუსს" - განაცხადა ალ ნუაიმიმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტადიონების მშენებლობისთვის სულ რაღაც 6.75 მილიარდი ევრო დაიხარჯა. შეგახსენებთ, კატარის ხელისუფლებამ 7 ახალი, მოდერნიზებული მოედანი ააშენა, განაახლა ძველი "ხალიფას საერთაშორისო სტადიონიც".

ეს თანხა უფრო კარგად აღსაქმელი, რომ იყოს, გეტყვით, რომ 2018 წელს რუსეთმა 13.2 მილიარდი ევრო დახარჯა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად ეს ფული აფუჭებს ფეხბურთს
თაზო
20:03 27-09-2022
2

სიახლეები პოპულარული