უკრაინას სურს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

AutoSharing Option
უკრაინა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კანდიდატობისთვის ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად კომპეტენტურ ორგანოში განაცხადის შეტანას აპირებს.

Times-ის ცნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირენეის ნახევარკუნძულის ლიდერებს შეუთანხმდა, რომ როგორც მინიმუმ, 1 ჯგუფის მატჩები მის ქვეყანაში გაიმართოს.

სავარაუდოდ, თანამშრომლობა ოთხშაბათს გამოცხადდება. ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ამბის დამტკიცება და 3 ქვეყნის მასპინძლობა რეალურად მოჩანს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ანუ, უკრაინამ, სანამ კეცი ცხელია, მჭადები მანამდე ჩავაკრათო. :) სანამ გაგვდის, მანამდე მოვითხოვოთ რაც შეიძლება ბევრიო.
პირადად ჩემთვის, არაფერია უკრაინის მასპინძლობაში მიუღებელი. სადაც კორუმპირებულ რუსეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, უკრაინა რითია ნაკლები.
გივი
05 ოქტომბერი 2022 16:45
0
ძალიან კარგი იქნება თუ რამენაირად თანამასპინძელი იქნება უკრაინა. უკრაინამ იმსახურებს ყველაფერში თანადგომას, წახალისებას და დახმარებას. მათი ეს სურვილი არ უნდა იყოს უგულველყოფილი ეს არასწორი იქნება. არა მგონი ეს ძალიან დიდი თხოვნა იყოს.
G.LA
04 ოქტომბერი 2022 13:19
15
10 არ მოწონება რატომ უნდა ჰქონდეს ამ პოსტს? ასე რამ გამოგარუსად?
დააT
05 ოქტომბერი 2022 15:16
1

სიახლეები პოპულარული