უკრაინა ირანის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს Sport.ua

AutoSharing Option
Sport.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებმა შესაძლოა, ირანის ნაცვლად 2022 წლის მუნდიალზე ითამაშოს, ამის მიზეზი კი ირანში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მიერ გავრცელებული ცნობით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა Fifa-ს წერილით მიმართეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატიდან მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოკვეთა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნის სისასტიკემ და აგრესიულობამ საკუთარი ხალხის მიმართ კრიტიკულ ნიშანს მიაღწია, რაც მოითხოვს ცალსახა და ხისტ დისოციაციას საფეხბურთო და სპორტული სამყაროსგან.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყო,
რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი გარდაიცვალა. 

ირანის უშიშროების ძალების განცხადების თანახმად, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 16 სექტემბერს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა...

ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის ცნობით, გოგონას ეპილეფსია და სხვა დაავადებები აწუხებდა, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თვითმხილველები და ახლობლები კი ამბობენ, რომ გოგონა დაკავების ადგილზე პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა ძმასთან ერთად იყო. მან მისი დაკავება თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა კიარეშს უთხრეს, რომ გოგონას 1 საათში გაათავისუფლებდნენ. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

მაჰსა მალევე სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ კი თეირანის კასრას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანმა ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და აშშ-სთან ერთად უნდა იასპარეზოს, უკრაინის ნაკრები კი მუნდიალზე გამსვლელ პლეი-ოფში უელსთან 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
აგეწვათ არქიფოს ტროლებო ერთი ადგილი - მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა თქვა მუნდიალზე გეები არ დაიშვებიანო!
gurami
12:39 19-11-2022
0
მაისც რამდენი ყოფილხართ!!!...........რამ გაგაბოროტად ასე უკრაინასა და უკრაინელებზე? თუ შურით სკდებით ერთ ადგილზე იმისათვის რომ უკრაინელები მტერს- რუსებს, მტრულად დახვდნენ და თავისი ქვეყნის მთავრობას გერდში დაუდგნენ? მიუხედავათ იმისა კლოუნები არიან თუ მასხარები, კლდესავით დგანან და სისხლით იცავენ საკუთარ მიწას, თქვენ კი 2008-ში ნაწილი სასაზღვრო პუნქტებს მიაწყდით რომ გაქცეულიყავით,ნაწილი კი საქართველოს ადანაშაურებდით და ადანაშაურებთ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთთან ომის დაწყებაში. არა და თითქოსდა გუშინ იყო აფხაზეის ომი,რომლის დროსაც რუსეთმა მარტო ტერიტორიები კი არ წაგვართვა, გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოგვიწყო,10 ათასობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ მოკლეს სადისტურად რომ ქართველები იყვნენ.სწორედ იმ რუსებმა, რომლი შვილებიც ახლა თბილისის ქუჩებს მოსდებიან და თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ.რუსები თითქმის ყოველ დღე ბოსტნებიდან იტაცებენ ქართველებს, ნახევარი საქართველო მიტაცებული აქვთ და თქვენ უკრაინელებს აგინებთ და ერთი სული გაქვთ როდის მოახშობს ის უხსენებელი უკრაინას.რაც შეეხება ზელენსკის მასხარობას და კლოუნობას-სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, გაგიგონიათ ალბად- საკუთარ თვალში დირეს რომ ვერ ხედავენ,სხვისაში კი ........
mees
02:50 22-10-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული