უკრაინა ირანის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს Sport.ua

AutoSharing Option
Sport.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებმა შესაძლოა, ირანის ნაცვლად 2022 წლის მუნდიალზე ითამაშოს, ამის მიზეზი კი ირანში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მიერ გავრცელებული ცნობით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა Fifa-ს წერილით მიმართეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატიდან მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოკვეთა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნის სისასტიკემ და აგრესიულობამ საკუთარი ხალხის მიმართ კრიტიკულ ნიშანს მიაღწია, რაც მოითხოვს ცალსახა და ხისტ დისოციაციას საფეხბურთო და სპორტული სამყაროსგან.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყო,
რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი გარდაიცვალა. 

ირანის უშიშროების ძალების განცხადების თანახმად, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 16 სექტემბერს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა...

ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის ცნობით, გოგონას ეპილეფსია და სხვა დაავადებები აწუხებდა, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თვითმხილველები და ახლობლები კი ამბობენ, რომ გოგონა დაკავების ადგილზე პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა ძმასთან ერთად იყო. მან მისი დაკავება თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა კიარეშს უთხრეს, რომ გოგონას 1 საათში გაათავისუფლებდნენ. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

მაჰსა მალევე სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ კი თეირანის კასრას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანმა ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და აშშ-სთან ერთად უნდა იასპარეზოს, უკრაინის ნაკრები კი მუნდიალზე გამსვლელ პლეი-ოფში უელსთან 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
მოიცადა რატომ მაინც და მაინც უკრაინა და არა მაგალითად შვედეთი ან სხვა ? რა წითელი კოჭები არიან ? იმის გამო რომ ომია უკრაინაში ??? ასეთი ლოგიკით ჩვენ აქამდე სულ ცოტა 5-5 მუნდიალზე და ევროპაზე უნდა გვეთამაშა იმდენი ომი გადავიტანეთ ამ 30 წელში !!!
zura222
11:32 21-10-2022
12
პლეი ოფის მონაწილე გუნდებისგან უნდა შეიქმნას წყვილები და გამარჯვებული გამოვლინდეს პატიოსან ბრძოლაში ! რა დააშავეს შვედეთმა იტალიამ მაკედონიამ ჩეხეთმა თურქეთმა შოტლანდიამ ? იმათმაც ომი უნდა დაიწონ ვინმესთან მუნდიალში რომ გაუშვან არასამართლიანად ?? თუ ვერ მოისწრება თამაშების ჩატარება მაშინ პატიოსანი კენჭისყრით გამოვლინდეს მონაწილე !
zura222
11:55 21-10-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული