3 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირს "რეალის" ნახევარმცველის ნაკრებში დაბრუნება უნდოდა, თუმცა ეს ამბავი, როგორც ჩანს, არ გამოვა.
"მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც მატჩებს ტელევიზორში ვუყურებ, თამაშის სურვილი გამიჩნდება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან უკვე წავედი და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება", - ამბობს კროოსი.