ეკვადორი მსოფლიო ჩემპიონატიდან არ მოკვეთეს, მაგრამ ფედერაცია და ნაკრები დააჯარიმეს

AutoSharing Option
ეკვადორის ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო.

მოგეხსენებათ, ეკვადორელებს ჩილელები უჩიოდნენ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათმა ფეხბურთელმა ბაირონ კასტილომ ეკვადორში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ყალბი პასპორტით ითამაშა და ის კოლუმბიაშია დაბადებული.

Globo-ს ცნობით, Cas-მა უარყო ჩილეს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკვადორი მუნდიალიდან მოკვეთონ, მაგრამ დაადასტურა, რომ კასტილო კოლუმბიაში მართლაც დაიბადა.

შედეგად, ეკვადორელები 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპს -3 ქულით დაიწყებენ და ფედერაცია დაახლოებით 100 000 ევროს ჯარიმას გადაიხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული