კვარაცხელიასა და ოსიმენის გარეშე - ვის (ვერ)ვიხილავთ "ნაპოლიდან" მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ დანანებით აღნიშნა, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი არიან, მთავარ საფეხბურთო ფორუმზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებენ. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ საკლუბო დონეზე გამორჩეული ფეხბურთელი მუნდიალზე გამოსვლას ვერ ახერხებს. სია ახლაც საკმაოდ გრძელია. ერთია, როცა შენი ქვეყნის ნაკრები საუკეთესოთა შორის არაა, მეორე კი - ის სამწუხარო ამბავი, ტრავმის გამო ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს რომ დააკლდები.

"ნაპოლის" თითოეული წევრი ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან ნაცნობი გახდა და მათ ვგულშემატკივრობთ. ასე იქნება მსოფლიო პირველობაზეც. "კვარაზე" უკვე ვთქვით და კატარში
ვერც ვიქტორ ოსიმენი იქნება, მისი ნიგერია 32 საუკეთესოს მიღმა დარჩა. ნეაპოლურ კლუბში საკმაოდ ბევრი იტალიელია და კარგად მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" მუნდიალზე რომ ვერ ითამაშებს. სპალეტის 5 ფეხბურთელი კატარში გამოვა, ამის შანსი კიდევ სამს ჰქონდა, თუმცა...

კიმ მინ ჯე, მატიას ოლივერა, მარიო რუი

"ნაპოლი" რომ ძალიან დამაჯერებელი და წარმატებულია, ამაში თავისი დიდი წვლილი ახალწვეულ ცენტრალურ მცველს, კიმ მინ ჯეს აქვს. 25 წლის სამხრეთკორეელს საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაკრები ჰყავს. "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერი სონი, რომელსაც თვალის პრობლემები ჰქონდა, მომჯობინებას ახერხებს.

Sportall.Ge

სამხრეთ კორეასთან ერთად განა, მარიო რუის პორტუგალია (გასაკვირია, რომ ის სანაკრებო განაცხადს მიღმაა) და "ნაპოლის" კიდევ ერთი უკანახაზელის, მატიას ოლივერას ურუგვაი - ჯგუფი საკმაოდ სერიოზულია.

რაც შეეხება ოლივერას - ურუგვაის ნაკრების მარცხენა მცველის პოზიციაზე უალტერნატივოდ განიხილება. ამ ჯგუფის შეხვედრებს განსაკუთრებით დავაკვირდებით.

Sportall.Ge

ზამბო ანგისა, პიოტრ ზელინსკი, ირვინგ ლოსანო

კატარში "ნაპოლის" ორ ნახევარმცველს ვნახავთ. ერთი ზამბო ანგისაა, რომელიც მართლაც მშვენივრად გამოიყურება და სპალეტის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, მეორე კი - არანაკლებ ფორმაში მყოფი პიოტრ ზელინსკი.

ანგისას კამერუნი ურთულეს ჯგუფში მოხვდა. მის თანამემამულე სამუელ ეტო'ოს სასწაულების კი სწამს, თუმცა პლეი-ოფში გასვლა რთული იქნება - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია. იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ კამერუნელები უბრძოლველად არაფერს დათმობენ.

რაც შეეხება ზელინსკის, თანაგუნდელთან დაპირისპირება მასაც მოუწევს და ის მექსიკელი ირვინგ ლოსანო იქნება. ამ ორიდან ერთ-ერთი ნაკრები არგენტინელებთან ერთად მერვედფინალში უნდა გავიდეს, რადგან ჯგუფის მეოთხე წევრი უსუსტესი საუდის არაბეთია.

Sportall.Ge

პოლონელებს რობერტ ლევანდოვსკის ლიდერობის იმედი აქვთ, მექსიკელთა ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა კი თავად ლოსანოა.

ტანგი ნდომბელე, ჯოვანი სიმეონე

საფრანგეთის ნაკრებს შუა ხაზში კანტე და პოგბა დააკლდება, რაც ტანგი ნდომბელეს გამოძახების შანსებს ზრდიდა, თუმცა დიდიე დეშამმა მინიჭებული უფლება სრულად არ გამოიყენა, განაცხადში ერთით ნაკლები ფეხბურთელი (25) შეიყვანა, ნეაპოლელს კი არ დაეყრდნო.

რაც შეეხება ჯოვანი სიმეონეს, მას "ალბისელესტეს" რიგებში ყოფნის შანსი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ეძლევა, რაც არგენტინის ნაკრების წინა ხაზში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი უცნაურ დროს, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება და გულშემატკივრებში ჯერჯერობით ის მოლოდინი და განწყობები არ იგრძნობა, რაც წინ მსგავს ტურნირს ყოველთვის უძღოდა.

alt"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

altდეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 10 /
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობას რო გადახედო რავიცი ამ გუნდს ვინ უნდა მოუგოს. უბრალოდ მონსტრია :)
ბრაზილია ძალიან დაბალანსებული და ძლირი ნაკრებია ასევე.
არგენტინა რა ვთქვა, შემადგენლობით ერთ-ერთი უსუსტესია რაც მე აეს ნაკრები მახსოვს, მაგრამ გავითვალისიწნოთ მესის ფაქტორი, ფიფა და საფეხბურთო მაფია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რომ მესიმ როგორმე მოიგოს მუნდიალი :)
გერმანიის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, დიდი მწვრთნელი ყავთ და მისი ჩამოწერა არ შეიზლება, მე როგორც წესი ყოველთვის მაინშავტს ვგულშემატკივრობ მუნდიალზე :)
13
საინტერესო სტატიაა და ცოტა მართლა გაგვახსენდა, მსოფლიო რომ მოდის. ევროპულ გამარჯვებულს არ ველი
გივი ალექსანდროვიჩ
13:24 10-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული