"მოკვეთეთ მუნდიალიდან ირანი!" - ბლატერი თავად ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ თუ ის დღეს ისევ ამავე თანამდეობაზე იქნებოდა, ირანის ნაკრებს მუნდიალიდან მოკვეთდა:

"ირანი 2022 წლის მუნდიალიდან უნდა გარიცხონ! მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი კვლავ რომ ვიყო, ამას გავაკეთებდი", - ამბობს ბლატერი.

შეგახსენებთ, რომ ირანის მუნდიალიდან მოკვეთას უკრაინელები ითხოვენ. ასევე, აქტივისტ და ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის ცნობით, ფიფას ირანის მუნდიალიდან მოკვეთის მოთხოვნით ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა წერილით მიმართეს.

თავად ბლატერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეცდომა დავუშვით, მუნდიალის მასპინძლობის უფლება კატარს რომ მივეცითო...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბებერი მელა ნახეთ, აქამდე პაჩკა პაჩკა ყიდა მუნდიალები და ახლა გახდა სამართლიანი? ორი კვირით ადრე სამწუხაროდ არავინ მოხსნის უკვე.
G.LA
00:53 12-11-2022
0
ეჰ ბატონო იოზეფ, რატომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარების შესახებ არ გამოთქვი პროტესტი თავის დროზე, სარკოზიმ დაგარიგა ხო შე მასონთა ლოჟის ლაქიავ?!
ლაშა
19:43 11-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული