"უნდა სცხვენოდეს, ნამდვილი კლოუნია" - ქომაგები ლუის ენრიკეს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც: სერხიო რამოსი ("პარი სენ ჟერმენი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კეპა არისაბალაგა ("ჩელსი"), ტიაგო ("ლივერპული"), ინიგო მარტინესი ("ატლეტიკი"), ექტორ ბელერინი ("ბარსელონა"), ფაბიან რუისი ("პარი სენ ჟერმენი") და მარკ კუკურელია ("ჩელსი") არიან.

ენრიკემ გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

"გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებშიც ეჭვი არ მეპარება და ბოლომდე ვენდობი, ყურადღებას არ ვაქცევ თუ სად თამაშობენ, ჩემთვის მთავარია, ნაკრების მაისურით მოედანზე ბოლომდე დაიხარჯონ".

ესპანეთის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში აღშფოთებას ვერ მალავენ და "ბარსას" ყოფილ დამრიგებელს აკრიტიკებენ:

"განაცხადს მიღმა დატოვო ისეთი მოთამაშეები, როგორიც სერხიო რამოსია და მას ერიკ გარსია ამჯობინო სირცხვილია. კატალონიელი ენრიკესგან მორიგი დარტყმა მივიღეთ".

"სასაცილოა, რომ რამოსს გარსია ამჯობინა, სერხიო 76 წლის ასაკში, ცალი ფეხითაც კი აჯობებს".

"რამოსი, დე ხეა და ტიაგო განაცხადს მიღმა დატოვა, ესპანეთის ნაკრები კატარში უბრალოდ დროს დაკარგავს".

"ტიაგოსა და რამოსის გარეშე... ეს ადამიანი მწვრთნელი არ არის, ნამდვილი კლოუნია, ამის გამო, უნდა სცხვენოდეს".

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კოსტა-რიკას, გერმანიას და იაპონიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

altმსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

altლუის ენრიკე მუნდიალის შემდეგ წავა - ვინაა ესპანეთის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავად იმისა იმისა, რომ ესპანეთში მუდამ ბასას ვგულშემატკივრობ მაინც მგონია, რომ სერხიო ტამიშის არ წაყვანა დიდი შეცდომაა, მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს, მაგარი ფიზიკური კონდიციები აქვს, უ დ ი დ ე ს ი გამოცდილება აქვს, არც ვებერის, და იცის გამარჯვების მოპოვება, ლიდერია!!! მგონი უაზრო კომპლექსების ბრალია რომ არ მიყავს და არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდ ჩემპიონი გახდეს მაინც მისი არ წაყვანა შეცდომააა, როგორც რაულის არ წაყვანა 2008 ში, იმიტომ რომ წინასწარ მაგას ვერ გათვლი მოიგებ თუ არა ტურნირს, ესპანეთი ისედაც ყოველთვის მოსაგებად მიდის
ზურა
20:10 13-11-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული