გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრემ არნოლდმა თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ესაუბრა და მისი დარწმუნება სცადა, თუმცა უარი მიიღო.
ვოლპატო ნახევრად ავსტრალიელია. ის "მწვანე კონტინენტზე" დაიბადა და თამაში "სიდნეის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "რომაში" გადავიდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იტალიის ნაკრებში ითამაშებს და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.