"10 წლის წინ ჩვენ გვეშინოდა გვეთქვა, რომ დიდ ტურნირებზე ჩემპიონობა შეგვიძლია, გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით კი ეს ყველაფერი შეიცვალა და ახლა ამაზე საუბრის აღარ გვეშინია.
მსოფლიო ჩემპიონატზე თასის მოსაპოვებლად მივდივართ და გვჯერა, ეს შეგვიძლია! სხვაგვარად ფიქრი არასწორი იქნებოდა!
რა აზრი აქვს ტურნირზე წასვლას, თუ არ გჯერა, რომ სახლში თასით შეგიძლია დაბრუნდე", - ამბობს კეინი.