უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

4 რეკორდი, რომლებიც შესაძლოა ამ მუნდიალზე მოიხსნას

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღე დარჩა. გულშემატკივრის მოლოდინი, როგორც ყოველთვის, დიდია...

ხსენებულ მუნდიალზე შესაძლოა რამდენიმე რეკორდი მოიხსნას. მაშ ასე:

1.  ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ლოთარ მათეუსს აქვს გამართული, ექსგერმანელმა ფეხბურთელმა 25 შეხვედრა ჩაატარა. რეკორდის მოხსნის კანდიდატი ლიონელ მესია, "ალბისელესტეს" კაპიტანს ამ ტურნირზე არგენტინის ფორმა 19-ჯერ აქვს მორგებული.

2. კრიშტიანო რონალდოს შანსი აქვს, რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც 5 სხვადასხვა მუნდიალზე გოლს გაიტანს.

3. ისტორიაში პირველად, 2 ფეხბურთელს შესაძლებლობა აქვს "ოქროს ბუცის" მეორედ მოგების. ესენი არიან:
ტომას მიულერი (2010 წელს 5) და ჰარი კეინი (2018 წელს 6 გოლი).

4. პირველად ისტორიაში, 2 ფეხბურთელს შანსი აქვს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2-ჯერ მოიგოს: ლუკა მოდრიჩი (2018) და ლიონელ მესი (2014).

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.



ასევე დაგაინტერესებთ